„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 291
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 240140000.10.003.019356
291
30/06/2016
ვებგვერდი, 01/07/2016
240140000.10.003.019356
„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №291

2016 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

 

„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/06/2014, 240140000.10.003.017985) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“:

1. პირველი მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) რეფინანსირება - ამ პროგრამის მე-4 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მიმართულებებში, პროგრამის მე-6 მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული მიზნებისთვის გაცემული კრედიტით, პროგრამის ბენეფიციარის მიერ ამავე პროგრამის ფარგლებში აღებული მიმდინარე კრედიტის გადაფარვა კომერციულ ბანკში ან პროგრამის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მიმართულებაში 61 მუხლით განსაზღვრული პირობებით  გაცემული მიმდინარე სალიზინგო პროექტის გადატანა პროგრამის მონაწილე სხვა ლიზინგის გამცემთან;“.

2. მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პირველადი სასოფლო-სამეურნეო საწარმოების დაფინანსება:

ა.ა) ბოსტნეულის, კენკროვანი კულტურების, მწვანილის და სოკოს სასათბურე მეურნეობა;

ა.ბ) მესაქონლეობის ფერმა (მერძეული-მეხორცული);

ა.გ)  მეღორეობის ფერმა;

ა.დ) მეფრინველეობის ფაბრიკა (მხოლოდ მეხორცული მიმართულების გამოსაზრდელი და სანაშენე დანიშნულების მქონე);

ა.ე) ძვირფასბეწვიანი ცხოველების ფერმა;

ა.ვ)  თევზის წარმოება;

ა.ზ) მეფუტკრეობის პროდუქციის წარმოება;

ა.თ) საჩითილეები და სანერგეები;

ა.ი) მრავალწლიანი კულტურების ბაღები, ზვრები, პლანტაციები და სხვა;“.

3. სახელმწიფო პროგრამის №3 დანართის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სასტუმრო:

NACE  (საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორი):

 

55.1

 სასტუმროები

 ეს ჯგუფი შეიცავს:

 საცხოვრებელი ადგილების გაცემას მოკლე ვადით:

 სასტუმროებში, ოტელებში, მოტელებსა და ქალაქგარე სასტუმროებში;

 სასტუმროებში, კონფერენციების ჩატარების პირობებით;

ეს ჯგუფი აგრეთვე შეიცავს:

 რესტორნების მომსახურებას მოკლევადიანი საცხოვრებელი ადგილების გაცემასთან ერთად

 საწოლი ვაგონების მომსახურებას ცალკეული ფირმების მიერ.

 

NACE 55.1 კრიტერიუმით განსაზღვრული მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურული ბაზა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მინიმალურ მოთხოვნებს:

 

სასტუმროს თითოეული ნომრის ოთახ(ებ)ის ფართობი – არანაკლებ 18 კვ.მ, მათ შორის – სააბაზანო/სანიტარიული კვანძის ფართობი არანაკლებ 4კვ.მ;

ლიფტი - თუ შენობა 2-ზე მეტსართულიანია

გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ლიფტი არაეფექტურია ტექნიკურ-ეკონომიკური და ესთეტიკური თვალსაზრისით და არსებობს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი პირობა:

 შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული მახასიათებლებიდან გამომდინარე, სალიფტე შახტის შესრულება შეუძლებელია;

 შენობა-ნაგებობა განლაგებულია ისეთ რთულ რელიეფზე (ფერდობზე, ტერასაზე და სხვა), რომელიც არ იძლევა სალიფტე შახტის შესრულების საშუალებას;

 არ შეესაბამება შენობა-ნაგებობის ტექნიკურ-საექსპლუატაციო და საყოფაცხოვრებო ნორმებს;

 თუ შენობა-ნაგებობა წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს და მისი ადაპტაცია გამოიწვევს ძეგლის მხატვრულ-ესთეტიკური, ისტორიული და სხვა მნიშვნელობის შემცირებას,

რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით.

სანიტარიული კეთილმოწყობა:

 საშხაპე/საპირფარეშო ან სააბაზანო/საპირფარეშო;

 პირსაბანი;

ელექტრომომარაგება:

 გარე განათება;

 შენობის შიდა ფართობის განათება;

 სასტუმრო ოთახ(ებ)ის და სანიტარიული კვანძის სათანადო განათება და ელექტრომომარაგება;

ხმაურის კონტროლი/ჰაერის კონდიცირება:

 ხმაურდამცავი მინაპაკეტის ფანჯარა;

 ოთახების  ცენტრალური ან/და ინდივიდუალური კონდიცირება (გათბობა/გაგრილების სისტემა), აღჭურვილი ინდივიდუალური მართვის საშუალებებით;

 დამხმარე ოთახებისა (საჭიროების მიხედვით) და საზოგადოებრივი ადგილების ცენტრალური ან/და ინდივიდუალური კონდიცირება (გათბობა/გაგრილების სისტემა);

პირობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის:

 სასტუმროსთან ეტლით მისასვლელი პანდუსი;

 შენობის შიგნით შეუფერხებელი გადაადგილება;

 ლიფტით, ეტლით გადაადგილება;

 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სასტუმროში განთავსების საშუალება.

სტუმართა რეგისტრაცია (რეცეფცია):

 განცალკევებული, დამოუკიდებელი რეგისტრაციის ადგილი;

 მინიმუმ სამადგილიანი მოსასვენებელი რეცეფციასთან;

 სანიტარიული კვანძი მისაღებ სივრცეში.

კვების ობიექტი - სასადილო ან რესტორანი;“.

                                                                                                       

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი