დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №236 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 289 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/06/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/07/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120340000.10.003.019354 |
289
30/06/2016
ვებგვერდი, 01/07/2016
120340000.10.003.019354
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №236 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
|
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №236 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №236 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/03/2014, 120340000.10.003.017850) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის არსებული საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური სისტემის მიმოხილვის ნაწილის ბოლო აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გამოძიება განეკუთვნება საქართველოს მთავარი პროკურატურის კომპეტენციას, ხოლო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს ტერორისტულ დანაშაულებს, მათ შორის, ტერორიზმის დაფინანსების საქმეებს. აღსანიშნავია, რომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ასევე ტერორიზმის დაფინანსების საქმეების გამოძიება ტარდება საქართველოს მთავარი პროკურატურისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალიზებული დანაყოფების მიერ.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები