„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 287
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.019352
287
30/06/2016
ვებგვერდი, 01/07/2016
300160070.10.003.019352
„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №287

2016 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის     მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს  მთავრობის  2014  წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/01/2014,  300160070.10.003.017666) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მრგვალი ხე-ტყის (მორის) მიღების ელექტრონული რეგისტრაცია    სავალდებულოა, განხორციელდეს მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხი საამქროს ტერიტორიაზე ჩამოტვირთვის დასრულებამდე. აღნიშნულ შემთხვევაში, ელექტრონულ ჟურნალში აისახება  შემდეგი მონაცემები – მრგვალი ხე-ტყის (მორის) მიღების თარიღი და დრო; მრგვალი ხე-ტყის (მორის) მფლობელის, შემომტანი პირისა და სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო მონაცემები; მიღებული მორების რაოდენობა. აღნიშნული მონაცემების შეტანისა და შენახვის შემდგომ  მრგვალი ხე-ტყის (მორის) მიღების რეგისტრაცია ითვლება დასრულებულად, ენიჭება მიღების უნიკალური ნომერი და თარიღი. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სააგენტოს მიერ, სპეციალური ჭრით დასამზადებელი მერქნული რესურსის ელექტრონული აუქციონის გარეშე, პირდაპირი წესით განკარგვის (გაცემის) შემთხვევაში, მრგვალი ხე-ტყის (მორის) ტრანსპორტირებისას, თუ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტში დანიშნულების ადგილად მითითებულია სახერხი საამქრო, ელექტრონულ ჟურნალში მრგვალი ხე-ტყის (მორის) მფლობელის საიდენტიფიკაციო მონაცემების  ნაცვლად მიეთითება იმ პირის მონაცემები, რომელსაც  კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი მრგვალი ხე-ტყე (მორი);“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი