„საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 10 ივნისის №237 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 10 ივნისის №237 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 154
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 30/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/06/2016
ძალაში შესვლის თარიღი 03/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 010110000.08.002.017006
154
30/06/2016
ვებგვერდი, 30/06/2016
010110000.08.002.017006
„საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 10 ივნისის №237 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №154

2016 წლის 30 ივნისი

     ქ. თბილისი

 

„საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 10 ივნისის №237 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 10 ივნისის №237 ბრძანებულებაში (www.matsne.gov.ge, 10/06/2014, 010110000.08.002.016938) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების 53-ე მუხლის მე-2-მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის დადგენის საკითხის განსახილველად პირმა უფლებამოსილ ორგანოში უნდა წარადგინოს:

ა) საქართველოში ჯამურად არანაკლებ 5 წლის განმავლობაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტის, სამხედრო ბილეთის, შრომის წიგნაკის ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან, შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ქალაქ თბილისის მერთან) არსებული პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის მიერ გაცემული ცნობა ან/და იურიდიული ფაქტის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი);

ბ) 1993 წლის 31 მარტისათვის საქართველოში ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტის, სამხედრო ბილეთის, შრომის წიგნაკის ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან, შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ქალაქ თბილისის მერთან) არსებული პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის მიერ გაცემული ცნობა, ან/და იურიდიული ფაქტის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი).

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის დადგენის საკითხის განსახილველად წარდგენილი უნდა იქნეს:

ა) დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, პასპორტი, მშობლების საპასპორტო მონაცემები) ასლი;

ბ) 1993 წლის 31 მარტისათვის საქართველოში ცხოვრების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები ან შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ქალაქ თბილისის მერთან) არსებული პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის მიერ გაცემული ცნობა.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის დადგენის საკითხის განსახილველად წარდგენილი უნდა იქნეს:

ა) საქართველოში დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, პასპორტი, მშობლების საპასპორტო მონაცემები) ასლი;

ბ) 1991 წლის 21 დეკემბრის შემდეგ საქართველოს ტერიტორიის დატოვების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტების (პასპორტი, სამხედრო ბილეთი, შრომის წიგნაკი ან/და იურიდიული ფაქტის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი) ასლები ან შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ქალაქ თბილისის მერთან) არსებული პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის მიერ გაცემული ცნობა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2016 წლის 3 ივლისიდან.

საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი