დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 344 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/06/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/06/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240070.22.034.016551 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 23/06/2006, სარეგისტრაციო კოდი - 010.240.070.22.034.008.796) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტები: „გ1). განსაკუთრებულ შემთხვევაში, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, უზრუნველყოს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს მთავრობის წევრებისა და სახელმწიფოს სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირების, აგრეთვე მათი თანმხლები პირების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირება; გ2) საჭიროების შემთხვევაში, მართლწესრიგის დაცვისა და სახელმწიფო უსაფრთხოების ღონისძიებებსა და სპეციალურ ოპერაციებში მონაწილეობის მიღება;". 2. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს მთავრობის წევრებისა და სახელმწიფოს სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირების, აგრეთვე მათი თანმხლები პირების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირებას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის შესაბამისი დასაბუთებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები