„ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5579-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/07/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 470100000.05.001.018204
5579-IIს
24/06/2016
ვებგვერდი, 13/07/2016
470100000.05.001.018204
„ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №8, 2000 წელი, მუხ. 13) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) რეციპიენტთან ახლო პირადი ურთიერთობის მქონე პირი – რეციპიენტთან არანაკლებ 2 წლის განმავლობაში ახლო და სტაბილური ემოციური კავშირის მქონე პირი;“.

2. მე-18 მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.დ“ ქვეპუნქტი:

„ბ.დ) რეციპიენტთან ახლო პირადი ურთიერთობის მქონე პირი, თუ ცოცხალი დონორი ამ მუხლის „ბ.ა“, „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს შორის არ მოიძებნა და არ არსებობს რეციპიენტისათვის სიცოცხლის შენარჩუნების, მისი მძიმე ავადმყოფობისაგან განკურნების, დაავადების პროგრესირების შეჩერების ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის მკურნალობის ხელმისაწვდომი ალტერნატიული მეთოდი.“;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“, „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში არსებობს ტრანსპლანტაციის საბჭოს თანხმობა, ხოლო „ბ.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობა.“.

3. მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სხვა ადამიანისათვის გადასანერგად ცოცხალი დონორისაგან იმ ქსოვილის/უჯრედის აღება, რომელსაც აქვს თვითგანახლების უნარი, დასაშვებია იმ შემთხვევაშიც, როდესაც დონორი არ არის გენეტიკური ნათესავი ან მეუღლე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

24 ივნისი 2016 წ.

N5579-IIს