„ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/06/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/07/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 01/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.162.016375
13
30/06/2016
ვებგვერდი, 04/07/2016
010250020.35.162.016375
„ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახმეტის მუნიციპალიტეტი
 

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №13

2016 წლის 30 ივნისი

ქ. ახმეტა

 

„ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს №26 დადგენილების  (www.matsne.gov.ge, 11.08.2014 წ., 010250020.35.162.016243) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართში ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება“ შეტანილ იქნეს  შემდეგი სახის ცვლილებები:

 1. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის  ,,ე.ვ1 ქვეპუნქტი:

 ,,ე.ვ1) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან/და დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების (მათ შორის, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების) მიზნით ქმნის კომისიებს, რომელთა უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით ან/და კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით; კომისიები ამ საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში უფლებამოსილი არიან გამოსცენ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – განკარგულება.“.

2. მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის ,, ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ)  დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე  კანონით დადგენილ შემთხვევაში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, გარდა ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი გარემოების არსებობის დამადასტურებელი ფაქტისა;“.

3. მე-14 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს  შემდეგი შინაარსის ,,ნ” ქვეპუნქტი:

,,ნ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს აწვდის  ინფორმაციას დაბადების რეგისტრაციის არარსებობის  ან სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე ბავშვის დაბადების თაობაზე შეტყობიდან 1 თვის ვადაში;“.

4. მე-14 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს  შემდეგი შინაარსის ,, ქვეპუნქტი:

,,ო) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს აწვდის  ინფორმაციას და ოქმს პირის გარდაცვალების თაობაზე შეტყობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ უფლებამოსილ პირს არ აქვს საკმარისი ინფორმაცია პირის გარდაცვალების ფაქტის შესახებ და შეუძლებელია შესაბამისი ოქმის შედგენა, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს ატყობინებს ოქმის შედგენის გარეშე.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2016 წლის 3 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ჯუგაშვილი