ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მითითებისა და შემოწმების აქტის ფორმების დამტკიცების შესახებ

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მითითებისა და შემოწმების აქტის ფორმების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები ხულოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/06/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.136.016206
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
14
30/06/2016
ვებგვერდი, 04/07/2016
010250000.35.136.016206
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მითითებისა და შემოწმების აქტის ფორმების დამტკიცების შესახებ
ხულოს მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (04/07/2016 - 29/03/2018)

 

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2016 წლის 30 ივნისი

დაბა ხულო

 

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მითითებისა და შემოწმების აქტის ფორმების დამტკიცების შესახებ

    საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-5 და მე-2 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20  მუხლის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მითითებისა და შემოწმების აქტის ფორმები დანართების შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯამბულ ხოზრევანიძე



დანართი №1

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური

 

მ  ი  თ  ი  თ  ე  ბ  ა №------

 

--------------------------------                                                     შედგენის თარიღი ----------------------

 

დამრღვევის ვინაობა და მისამართი    ---------------------------------------------------------------------------

                                                                                      (მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტი, მონაცემები)

 

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

სამშენებლო საქმიანობის ობიექტი ---------------------------------------------------------------------------

                                                                           (მისამართი, საკადასტრო კოდი)

 

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

დარღვევის სახეობა , შინაარსი და გამოსწორების მიზნით მისაღები ზომები:

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

აღნიშნული გათვალისწინებულია ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ საქართველოს კანონის ------------ მუხლის ----------  ნაწილის  ---------------------------

 

დარღვევის გამოსწორების ვადა   -----------------------------------------------------------------  დღე.

 

მითითება შედგენილია და ხელმოწერით ვადასტურებთ: ------------------------------------------

 

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------

შედგენის თარიღი:   ----------------------------------------------------------------------------------

 

მითითება ჩაჰბარდა და გაეცნო  --------------------------------------------------------------------

                                                                                             (განთავსების ადგილი)

 


დანართი №2

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური

 

შემოწმების აქტი №

----------------------------                                                                    შედგენის თარიღი   ------------------

 

დამრღვევის დასახელება და მისამართი  -----------------------------------------------------------------

                                                                                              (მაინდენტიფიცირებელი დოკუმენტების მონაცემები)

 

სამშენებლო საქმიანობის ობიექტი ---------------------------------------------------------------------------------

                                                                        (მისამართი, საკადასტრო კოდი, მესაკუთრე)

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

დამრღვევს  ---------------------------------------- მიეცა  №  --------  მითითება -------------------------------

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

                                                        (უფლებამოსილი ორგანოს მითითება)

 

„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის  შესაბამისად, მითითებაში დაფიქსირებული იყო შემდეგი სახის დარღვევები:

1.  ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

2.  --------------------------------------------------------------------------------------------------------------------

3.  -------------------------------------------------------------------------------------------------------------------

4.  -------------------------------------------------------------------------------------------------------------------

5.   ------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

აქტის შედგენის მომენტში მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა აჩვენებს, რომ  მითითება დამრღვევის მიერ შესრულდა ----------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

                                                                    (დარღვევის სახეები)

 

აღნიშნულიდან გამომდინარე აქტს ვადგენთ მასზედ, რომ მითითება:

ა) შესრულდა;

ბ) არ შესრულდა;

გ) არადროულად სრულდება;

აქტი შედგენილია და ხელმოწერით ვადასტურებთ    --------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

შედგენის თარიღი:  ----------------------------------------------------------------------------------------------------

 აქტი ჩაჰბარდა და გაეცნო:  ------------------------------------------------------------------------------------------


ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით (,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი).

  მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ  ზედამხედველობის სამსახური ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა, ბ) მითითება არ შესრულდა,  გ) მითითება არადროულად სრულდება (,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი).

 თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ხოლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება წყდება (25-ე მუხლის მე-7 პუნქტი).

   თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი იღებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს - ბრძანებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის  დარღვევით   მშენებლობისა   და   უნებართვო   დემონტაჟის   შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობის მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ (25-ე მუხლის მე-9 პუნქტი).

  დამრღვევის მიერ დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი იღებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს - ბრძანებას საურავის დაკისრების შესახებ (25-ე მუხლის მე-10 პუნქტი).

   „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ვადაში ხულოს  მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ ბრძანების მიუღებლობის შემთხვევაში დამრღვევი თავისუფლდება (,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ საქართველოს კანონით) გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის ვალდებულებისაგან. ასეთ შემთხვევაში ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი უფლებამოსილია  მიიღოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ბრძანება (დადგენილება) მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ  შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ (25-ე მუხლის მე-14 პუნქტი).

   ხულოს მუნიციპალიეტეტის გამგებლის მიერ (,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-15 პუნქტში აღნიშნული ბრძანება არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტი, რომელიც აღსრულდება „სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით (25-ე მუხლის მე-15 პუნქტი).

   თუ  ვერ ხერხდება  მხარისთვის მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან ბრძანების გაცნობა (პირადი  ჩაბარებით),  გაცნობად ჩაითვლება მისი განთავსება მითითებაში, შემოწმების აქტში, უწყებაში ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში - ბრძანებაში მითითებული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე. თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება: ა) საინფორმაციო დაფა; ბ) მშენებლობის ტერიტორიაზე სამუშაოთა მწარმოებლისათვის დროებით განთავსებული შენობა; გ) მშენებლობის ტერიტორიის შემომფარგვლელი უსაფრთხოების ღობე (25-ე მუხლის მე-19 პუნქტი).