„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 141
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 01/07/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/07/2016
ძალაში შესვლის თარიღი 03/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.016645
141
01/07/2016
ვებგვერდი, 01/07/2016
040030000.22.027.016645
„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება №141

2016 წლის 1 ივლისი

ქ. თბილისი

 

„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/01/2012წ., 040030000.22.027.016240) დამტკიცებული წესის 52–ე მუხლის მე–4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„4. გამგებლის/მერის მიერ უფლებამოსილი პირი გარდაცვალების რეგისტრაციისათვის სააგენტოს წერილობით წარუდგენს ამ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად შედგენილ ოქმს, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) ოქმის შედგენის თარიღს;

ბ) ოქმის შედგენის ადგილს;

გ) გარდაცვლილი პირის სახელს, გვარს, სქესს, დაბადების თარიღსა და ადგილს, მოქალაქეობას და პირად ნომერს;

დ) გარდაცვლილის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერიას და ნომერს;

ე) გარდაცვლილის უკანასკნელი რეგისტრაციის ადგილს;

ვ) მოწმეების ჩვენების/ახსნა-განმარტების შინაარსს, კერძოდ:

ვ.ა) გარდაცვალების ადგილს;

ვ.ბ) გარდაცვალების თარიღს;

ვ.გ) გარდაცვალების მიზეზს;

ვ.დ) სხვა ინფორმაციას გარდაცვლილი პირის შესახებ;

ზ)  მოწმეების სახელსა და გვარს;

თ) მოწმეების პირად ნომერს;

ი) მოწმეების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერიას და ნომერს;

კ) მოწმეების კავშირს გარდაცვლილთან;

ლ) მოწმეების ხელმოწერას;

მ) ოქმის შემდგენი პირის მონაცემებს:

მ.ა) სახელსა და გვარს;

მ.ბ) პირად ნომერს;

მ.გ) თანამდებობას;

ნ) შენიშვნის გრაფას;

ო) ოქმის შემდგენის ხელმოწერას.“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 3 ივლისიდან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი