,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 აპრილის №7/13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 აპრილის №7/13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 11/23
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/06/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/07/2016
ძალაში შესვლის თარიღი 03/07/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.111.016309
11/23
29/06/2016
ვებგვერდი, 04/07/2016
010250000.35.111.016309
,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 აპრილის №7/13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ  ფოთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს

დადგენილება №11/23

2016 წლის 29 ივნისი

ქ. ფოთი

 

,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 აპრილის №7/13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის   

საკრებულომ   დაადგინა:


მუხლი 1
,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების  დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2016 წლის  27 აპრილის  №7/13 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge     05/05/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.111.016299) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე.ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს ,,ე.ზ1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე.ზ1)კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან/და დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების (მათ შორის, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების) მიზნით ქმნის კომისიებს, რომელთა უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით ან/და კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“;

ბ)მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს ,,ე1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე1),,სამოქალაქო  აქტების  შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით  ახორციელებს  დაბადების რეგისტრაციის თაობაზე (თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ, დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე) შეტყობინების  მიწოდებას, გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის შედგენასა  და გაცემას, პირის  გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის სამოქალაქო  აქტების რეგისტრაციიის ორგანოში გაგზავნას.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 3 ივლისიდან.

საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე თოფურია