დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24 |
| დოკუმენტის მიმღები | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/06/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/07/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/11/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.104.016285 |
|
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №27 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/08/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.104.016169) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:
|
ა)
მე-2 მუხლის „ლ“ და „მ“ პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) წარადგინოს წინადადებები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის, საარჩევნო კოდექსისა და გარემოს დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ; მ) უზრუნველყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, მათ შორის უკანონოდ ჩამოხსნილი, ჩამოხეული, დაფარული ან დაზიანებული სააჩევნო პლაკატების საქართველოს ორგანული კანონის „საარჩევნო კოდექსი“ მე-80 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ნაწილში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შედგენა.“; |
ბ)
მე-2 მუხლის ,,მ“ პუნქტის შემდეგ დაემატოს „ნ“ პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები