„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/06/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/07/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 13/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.104.016284
23
29/06/2016
ვებგვერდი, 04/07/2016
010260020.35.104.016284
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №23

2016 წლის 29 ივნისი

ქ. წალენჯიხა

 

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის საკრებულო 2014 წლის 29 ივლისის №15 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,  01/08/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.104.016161) შეტანილ  იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:
ა) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე.ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს ,,ე.ზ1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე.ზ1)კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან/და  დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების (მათ შორის, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების) მიზნით ქმნის კომისიებს, რომელთა უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით/ უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით ან/და კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“;

ბ) მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს ,,მ1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

,,1) „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით ახორციელებს დაბადების (თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ, დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე) და პირის გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე   მიმართვას, აგრეთვე პირის გარდაცვალების  თაობაზე შეტყობინებას, გარდაცვალების შესახებ ოქმის შედგენასა და გაცემას, პირის გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში გაგზავნას.“.

მუხლი 2
1. ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ პუნქტი ამოქმედდეს 2016 წლის 3 ივლისიდან.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთემურ ღვინჯილია