„ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის №3 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

„ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის №3 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/06/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/07/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 11/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.175.016125
12
29/06/2016
ვებგვერდი, 01/07/2016
010250050.35.175.016125
„ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის №3 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2016 წლის 29 ივნისი

ქ. მცხეთა

 

„ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის №3 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

    საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და  მეორე პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის მეოთხე პუნქტის, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 72-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის,  „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მეორე პუნქტის და „პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 23 ივნისის №139 ბრძანების საფუძველზე,  ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ქალქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის №3 დადგენილებით დამტკიცებულ  ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მეშვიდე  მუხლს დაემატოს მე-17 და მე-18 პუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. „17. პირის ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ან/და კონკრეტულ დღეს ყოფნის ფაქტის დადასტურების მიზნით, რაც შესაძლებელია იყოს საქართველოს მოქალაქეობის კანონით გათვალისწინებული ერთ-ერთი გარემოების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ქმნის პირის ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის)  ფაქტის დამდგენ კომისიას, რომლის შემადგენლობა განისაზღვრება ამავე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით“.

2. „18. სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების მიზნით, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილებას ანიჭებს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთ თანამდებობის პირს ან/და სხვა საჯარო მოხელეს,   რომ პირის გარდაცვალების ან/და დაბადების  რეგისტრაციის მიზნისთვის  კანონით დადგენილი წესით შეადგინოს ოქმი პირის გარდაცვალების შესახებ და მიმართოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს – თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე“.          

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ჯიშკარიანი