„ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის №3 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

„ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის №3 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/06/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/07/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 11/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.175.016125
12
29/06/2016
ვებგვერდი, 01/07/2016
010250050.35.175.016125
„ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის №3 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2016 წლის 29 ივნისი

ქ. მცხეთა

 

„ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის №3 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

    საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და  მეორე პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის მეოთხე პუნქტის, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 72-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის,  „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მეორე პუნქტის და „პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 23 ივნისის №139 ბრძანების საფუძველზე,  ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ქალქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის №3 დადგენილებით დამტკიცებულ  ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მეშვიდე  მუხლს დაემატოს მე-17 და მე-18 პუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. „17. პირის ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ან/და კონკრეტულ დღეს ყოფნის ფაქტის დადასტურების მიზნით, რაც შესაძლებელია იყოს საქართველოს მოქალაქეობის კანონით გათვალისწინებული ერთ-ერთი გარემოების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ქმნის პირის ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის)  ფაქტის დამდგენ კომისიას, რომლის შემადგენლობა განისაზღვრება ამავე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით“.

2. „18. სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების მიზნით, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილებას ანიჭებს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთ თანამდებობის პირს ან/და სხვა საჯარო მოხელეს,   რომ პირის გარდაცვალების ან/და დაბადების  რეგისტრაციის მიზნისთვის  კანონით დადგენილი წესით შეადგინოს ოქმი პირის გარდაცვალების შესახებ და მიმართოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე“.          

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ჯიშკარიანი