დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ოქტომბრის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25 |
| დოკუმენტის მიმღები | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/06/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/06/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/05/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.161.016289 |
|
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ოქტომბრის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ოქტომბრის №28 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 31/10/2014, 010250020.35.161.016182) პირველი მუხლით დამტკიცებულ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) დებულების მე-6 მუხლის მე-3 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე.ვ1“ ქვეპუნქტი: „ე.ვ1) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან/და დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების (მათ შორის, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების) მიზნით ქმნის კომისიებს, რომელთა უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით, უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით ან/და კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით; კომისიები ამ საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში უფლებამოსილი არიან, გამოსცენ ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტი - განკარგულება“; ბ) დებულების მე-16 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ქვეპუნქტი: „ვ1) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს აწვდის ინფორმაციას დაბადების რეგისტრაციის არარსებობის ან სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე ბავშვის დაბადების თაობაზე შეტყობინებიდან 1 თვის ვადაში“; გ) დებულების მე-16 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ2“ქვეპუნქტი: „ვ2) თუ აქვს საკმარისი და უტყუარი ინფორმაცია პირის გარდაცვალების ფაქტის შესახებ, ადგენს ოქმს.“. დ) დებულების მე-16 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ3“ქვეპუნქტი: „ვ3) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს აწვდის ინფორმაციას პირის გარდაცვალების თაობაზე შეტყობინებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, გარდა პირველი მუხლის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებისა, რომლებიც ძალაშია 2016 წლის 3 ივლისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები