„თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 სექტემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 სექტემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები თერჯოლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/06/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/06/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 08/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.126.016195
18
29/06/2016
ვებგვერდი, 30/06/2016
010250050.35.126.016195
„თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 სექტემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თერჯოლის მუნიციპალიტეტი
 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2016 წლის 29 ივნისი

ქ. თერჯოლა

 

,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 სექტემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 სექტემბრის №22 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge  17/09/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.126.016107) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 14. გამგებლის წარმომადგენელი

1. გამგებლის წარმომადგენელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

2. გამგებლის წარმომადგენელი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში. გამგებლის წარმომადგენელის სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს გამგებელი.

3. გამგებლის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია და მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.

4. გამგებლის წარმომადგენელი:

ა) გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და, აგრეთვე, მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;

ბ) გამგებლის დავალებით უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას;

გ)უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას;

დ) გამგებლის დავალებით ორგანიზებას უწევს დასახლებაში მოსახლეობის გამოკითხვის ჩატარებას;

ე) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს;

ვ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ;

ზ) ,,სამოქალაქო აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, მის სამოქმედო ტერიტორიაზე დაბადების რეგისტრაციის თაობაზე მიმართავს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს, თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ, დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე;

თ) ,,სამოქალაქო აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესის შესაბამისად, ადგენს მის სამოქმედო ტერიტორიაზე პირის გარდაცვალების შესახებ ოქმს და პირის გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე მიმართავს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს;

ი) თუ არ აქვს საკმარისი და უტყუარი ინფორმაცია პირის გარდაცვალების ფაქტის შესახებ და შეუძლებელია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის ოქმის შედგენა, სამოქალაქო აქების რეგისტრაციის ორგანოს პირის გარდაცვალების ფაქტის თაობაზე მიმართავს ოქმის შედგენის გარეშე.

კ) გამგებლის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეავთანდილ ჩუბინიძე