დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბერის №114 ბრძანებით დამტკიცებულ “ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებში“ ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 44 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/06/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/06/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300280000.22.025.016202 |
|
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის №114 ბრძანებით დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებში“ ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ც“ პუნქტის, მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბერის №114 ბრძანებით დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატი უფლებამოსილი არ არის გააფორმოს განმცხადებელთან ხელშეკრულება ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების შესახებ ან/და გასწიოს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების მომსახურება, თუ: ა) არსებობს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების განხორციელებისათვის ხელშემშლელი ტექნიკური პირობა; ბ) განაცხადით მოთხოვნილი რაოდენობები არ არის გათვალისწინებული ბუნებრივი გაზის ბალანსით.“. 2. მე-6 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. იმ შემთხვევაში, თუ არ არის განაცხადით მოთხოვნილი ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისთვის ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გარემოება, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ინდივიდუალურ ან/და ამ წესებით გაუთვალისწინებელ პირობებზე შეუთანხმებლობის მიუხედავად, განაცხადის შეტანის მეათე სამუშაო დღიდან ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია ამ წესებითა და ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად შედგენილ განაცხადში მოცემული პირობებით განახორციელოს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება.“.
3. მე-13 მუხლს 1-ლი პუნქტის შემდეგ დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „11. ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების და კორექტირებისას მხედველობაში მიიღება ბუნებრივი გაზის ბაზარზე არსებული მდგომარეობა, ქვეყანაში ბუნებრივი გაზის მიწოდების პირობები, ვადები, სტაბილურობა და საიმედოობა.“. 4. მე-13 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ბუნებრივი გაზის ბალანსის დარღვევად არ ჩაითვლება ავარიის შედეგად გამოწვეული ცვლილებები, თუ აღნიშნულის შესახებ დროულად ეცნობება სამინისტროსა და ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატს.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები