დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქონების მართვის, ეკონომიკურ და სოფლის მეურნეობის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 აგვისტოს №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/06/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/06/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.114.016316 |
|
„ქონების მართვის, ეკონომიკურ და სოფლის მეურნეობის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 აგვისტოს №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
ცვლილება შევიდეს ,,ქონების მართვის, ეკონომიკურ და სოფლის მეურნეობის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 აგვისტოს №29 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 04/09/2014, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.114.016210).
|
| მუხლი 2 |
1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“. 2. დადგენილების დანართის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევა და გადარჩევა ხდება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 28–ე და საკრებულოს რეგლამენტის მე-18, 95–ე და 96–ე მუხლებით დადგენილი წესით.“. 3. დადგენილების დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) ადგენს და ამტკიცებს კომისიის სამუშაო გეგმებს; უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას;“. 4. დადგენილების დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი. კომისიაში სამუშაოდ იწვევს სპეციალისტებს და წარუდგენს მათ კანდიდატურებს საკრებულოს თავმჯდომარეს შრომითი ხელშეკრულების გასაფორმებლად.“. 5. დადგენილების დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 6. დადგენილების დანართის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კომისიის უფლებამოსილებათა ფუნქციური დაჯგუფების მიხედვით კომისიის წევრებისაგან შეიძლება შეიქმნას კომისიის სამუშაო ჯგუფები.“. 7. დადგენილების დანართის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. კომისიაში შეიძლება შეიქმნას შემდეგი სამუშაო ჯგუფები:“. 8. დადგენილების დანართის მე-5 მუხლი ამოღებულ იქნეს. 9. დადგენილების დანართის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქიით: „მუხლი 6. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა 1. კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი, ასევე კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით საკრებულოს თავმჯდომარემ შესაძლებელია საკრებულოს კომისიაში სამუშაოდ დროებით ან კომისიის უფლებამოსილების ვადით მოიწვიოს სხვა პირებიც.“. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები