დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 26 თებერვლის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/06/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/06/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/02/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.114.016311 |
|
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 26 თებერვლის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
ცვლილება იქნეს შეტანილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 26 თებერვლის №13 დადგენილებაში(ცვლილება იქნეს შეტანილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 26 თებერვლის №13 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/03/2015, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.114.016254), კერძოდ
ა) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 2. აპარატის უფროსი: ა) უძღვება აპარატის საქმიანობას; ბ) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს აპარატის სტრუქტურას და საშტატო ნუსხას; გ) საკრებულოს თავმჯდომარეს და საკრებულოს ბიუროს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს აპარატის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; დ) ადგენს შრომის შინაგანაწესს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ე) ახორციელებს რეგლამენტით, ამ დებულებით, საკრებულოს, საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს; ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, ყოველი წლის 10 დეკემბრისთვის საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტისათვის და საქართველოს მთავრობისთვის ანგარიშის წარდგენა. ბ)მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
გ) მე-8 მუხლს დაემატოს მე-4 პუნქტი „4. მთავარი სპეციალისტი გამგეობასა და ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან ურთიერთობის საკითხებში ანგარიშვალდებულია საკრებულოს აპარატის უფროსის წინაშე; დ) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდგი რედაქციით:
ე) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ვ) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : 1. ახორციელებს საკრებულოს და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას. ამზადებს დასკვნას საკრებულოს თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების პროექტებზე; 2. აკონტროლებს საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან, საჭიროების შემთხვევაში ამზადებს წინადადებებს მიღებული სამართლებრვი აქტის გაუქმების ან მასში ცვლილებების შეტანის შესახებ. 3. წარმოადგენს და იცავს საკრებულოს ინტერესებს სასამართლოში; 4. ანგარიშვალდებულია სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსისა და საკრებულოს აპარატის უფროსის წინაშე. ზ) მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „ი“ ქვეპუნქტი: „ი) ანგარიშვალდებულია საკრებულოს აპარატის უფროსის წინაშე. თ) მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : 1. უზრუნველყოფს: ა) საკრებულოს და საკრებულოს აპარატის მიერ შესრულებულ სამუშაოთა ელექტრონულ სისტემაში შეტანა-შეგროვებას, დამუშავებას, შენახვის ორგანიზებას და აღრიცხვას, კანონმდებლობის შესაბამისად შეინახავს სამსახურებრივ საიდუმლოებებს; ბ) საკრებულოს, საკრებულოს კომისიათა და საკრებულოს აპარატის საინფორმაციო ბაზის შექმნას; გ) კონსულტაციას უწევს აპარატის თანამშრომლებს კომპიუტერული ტექნიკისა და თანამედროვე პროგრამული საშუალებების ეფექტურად გამოყენების საქმეში; დ) აპარატის საჯარო მოსამსახურეთა უწყვეტი სწავლების სისტემაში ჩართულობას; ე) მიღებული სამართლებრივი აქტების რეგისტრაციას, მათ აღრიცხვას, სისტემატიზაციას; ვ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოფს მე-14 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულებას; ზ) მოსამსახურეთა პირადი საქმეების და სხვა საკადრო დოკუმენტების შედგენა, აღრიცხვა და წარმოება. 2. ანგარიშვალდებულია საორგანიზაციო, საკადრო და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსისა და აპარატის უფროსის წინაშე.“; ი) მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. უზრუნველყოფს: ა) საკრებულოს ვებგვერდის სისტემურ განახლებას; ბ) საკრებულოს ნორმატიული, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების და საჯარო ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსება – გამოქვეყნებას; გ) ელექტრონული ფოსტით მომსახურებას; დ) პროაქტიულ გამოქვეყნებას, შესაბამისი წესის დაცვით. 2. ანგარიშვალდებულია საორგანიზაციო, საკადრო და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსისა და აპარატის უფროსის წინაშე. კ) მე-15 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „ლ“ ქვეპუნქტი: „ლ) ანგარიშვალდებულია საორგანიზაციო, საკადრო და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსისა და აპარატის უფროსის წინაშე.“; ლ) მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ანგარიშვალდებულია საოქმო და სამდივნო განყოფილების უფროსისა და აპარატის უფროსის წინაშე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები