მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლების: ჯვრის მონასტრის, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრისა და სამთავროს მონასტრის ინდივიდუალური დამცავი ზონის გაფართოებისა და მათი ერთიანი ვიზუალური დაცვის არეალის დამტკიცების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 03/212
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 28/06/2016
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/06/2016
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
03/212
28/06/2016
ვებგვერდი, 29/06/2016
მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლების: ჯვრის მონასტრის, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრისა და სამთავროს მონასტრის ინდივიდუალური დამცავი ზონის გაფართოებისა და მათი ერთიანი ვიზუალური დაცვის არეალის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის

მინისტრის ბრძანება N03/212

2016 წლის 28 ივნისი

ქ. თბილისი

მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლების: ჯვრის მონასტრის, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრისა და სამთავროს მონასტრის ინდივიდუალური დამცავი ზონის გაფართოებისა და მათი ერთიანი ვიზუალური დაცვის არეალის დამტკიცების შესახებ

„მცხეთის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების მართვის გეგმის“ ფარგლებში განხორციელებული  სივრცითი ანალიზის საფუძველზე, რომლითაც მოხდა  მცხეთის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლების: ჯვრის მონასტრის, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრისა და სამთავროს მონასტრის იმ ძირითადი ხილვადობის არეალის იდენტიფიცირება, რომელიც საერთოა სამივე ძეგლისთვის და რომელიც განაპირობებს მათი  ისტორიულად ჩამოყალიბებული გარემოს ოპტიმალურ აღქმას, ასევე  მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 37 COM 7A.33, 2013 წ. და  39 COM 7A.41, 2015წ. გადაწყვეტილებების გათვალისწინებით, სადაც მკაფიოდაა განსაზღვრული მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების - სამთავროს მონასტრის, სვეტიცხოვლის ტაძრისა და ჯვრის მონასტრის ერთიანი (უნიფიცირებული) დაცვის არეალის დადგენის მოთხოვნა, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლების ისტორიულად ჩამოყალიბებული გარემოს შენარჩუნებისა და მათი ოპტიმალური ხედვისა და აღქმის არეალების დაზუსტების მიზნით, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. გაფართოვდეს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლების: ჯვრის მონასტრის, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრისა და სამთავროს მონასტრის ინდივიდუალური დამცავი ზონის  ვიზუალური დაცვის არეალები.

2. დამტკიცდეს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლების: ჯვრის მონასტრის, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრისა და სამთავროს მონასტრის  ერთიანი ვიზუალური დაცვის არეალი თანდართული რუკის (დანართის) შესაბამისად.

3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნების დღიდან.

მინისტრი                                                         მ. გიორგაძე