დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ქონების მართვისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/06/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/06/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.114.016310 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/06/2016 - 21/12/2017)
|
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ქონების მართვისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართელობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“,,ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ქონების მართვისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულება, თანახმად დანართისა.
|
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად ჩაითვალოს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 ნოემბრის №49 დადგენილება –
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ქონების მართვისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ქონების მართვისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულება
|
. |
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ქონების მართვისა და ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სტატუსს, ფუნქციებს, სისტემას და სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ქონების მართვისა და ზედამხედველობის სამსახური არის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საფუძველზე. 3. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგებლის შესაბამისი სამართლებრივი აქტები და ეს დებულება. 4. სამსახურის იურიდიული მისამართია: ჩოხატაური, წერეთლის ქუჩა №2. |
მუხლი 2.
სამსახურის უფლებამოსილებანი |
სამსახური უზრუნველყოფს:
|
მუხლი 3.
სამსახურის სტრუქტურა და მართვა |
1. სამსახურის სტრუქტურა:
ა) სამსახურის უფროსი; ბ) ქონების მართვის განყოფილება; ბ.ა) ქონების მართვის განყოფილების უფროსი; ბ.ბ) წამყვანი სპეციალისტი ქონების მართვის საკითხებში; გ) პრივატიზების განყოფილება; გ.ა) პრივატიზების განყოფილების უფროსი; გ.ბ) წამყვანი სპეციალისტი პრივატიზების საკითხებში; დ) ზედამხედველობის განყოფილება; დ.ა) განყოფილების უფროსი; დ.ბ) წამყვანი სპეციალისტი გარემოს დაცვის საკითხებში; დ.გ) წამყვანი სპეციალისტი მშენებლობის საკითხებში. დ.დ) წამყვანი სპეციალისტი იერსახისა და დასუფთავების საკითხებში. 2. სამსახურის უფროსს და თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. 3. სამსახურის სტრუქტურასა და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს მოქმედი კანონმდებლობით, შესაბამისად, ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. 4. სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობაზე; ბ) უზრუნველყოფს თანამშრომელთა საქმიანობაზე სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებას; გ) შეიმუშავებს და გამგებელს განსახილველად წარუდგენს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა შორის ფუნქციების განაწილების შესახებ; დ) ანაწილებს სამსახურში შემოსულ კორესპონდენციებს თანამშრომელთა შორის; ე) შეიმუშავებს და გამგებელს წარუდგენს წინადადებებს თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ვ) იხილავს მის დაქვემდებარებაში მყოფ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე შეტანილ საჩივრებს და გამგებელს წარუდგენს შესაბამის დასკვნას რეაგირებისთვის; ზ) უზრუნველყოფს სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას და გამგებლისთვის წარდგენას; თ) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს; ი)თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კონსულტაციებს უწევს გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლებს; კ) მონაწილეობს გამგეობის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში; ლ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. 5. სამსახურის უფროსი სამსახურის საქმიანობისთვის ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგებლის წინაშე. 6. სამსახურის უფროსის უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან თანამდებობიდან მისი გათავისუფლებისას სამსახურის უფროსის მოვალეობის შესრულება ეკისრება სამსახურის ერთერთი განყოფილების უფროსს; 7. განყოფილების უფროსი: ა) ახორციელებს განყოფილებისა და განყოფილების მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; ბ) პასუხს აგებს განყოფილებისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; გ) წინამდებარე დებულებით განსაზღვრული განყოფილების ძირითადი მიმართულების შესაბამისად, შეიმუშავებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებას განყოფილების მოხელეთა შორის ფუნქციათა განაწილების შესახებ; დ) ახორციელებს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 8. განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომის ან/და გათავისუფლებისას უფროსის მოვალეობის შესრულება გამგებლის სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ სპეციალისტს. 9. ქონების მართვის განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აღრიცხვა და შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაცია; ბ) წინადადებების მომზადება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით; გ) წინადადებების მომზადება მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირების ქონების ქონების მართვასა და მუნიციპალიტეტის საწარმოს კაპიტალში ცვლილების შეტანის შესახებ; დ) წინადადებების მომზადება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით (აუქციონის ფორმით/პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლით/უსასყიდლოდ, პირობით/უპირობოდ, ვადით/უვადოდ) გადაცემასთან დაკავშირებით; ე) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილებისა და აქციების მონაცემთა ბაზის შექმნა და მონიტორინგი; ვ) სარგებლობის უფლებით (აუქციონის ფორმით/პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლით/უსასყიდლოდ, პირობით/უპირობოდ, ვადით/უვადოდ) მუნიციპალური ქონების გადაცემის პირობების შესრულებაზე მონიტორინგი; ზ) ზედამხედველობა მუნიციპალიტეტის ქონების მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე; თ) კანონით დადგენილი წესით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება იმ მუნიციპალური ქონებით მოსარგებლე პირის ან პირთა მიმართ, რომლებსაც არ აქვთ ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომლებიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებენ; ი) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას; კ) განყოფილების უფლებამოსილებებს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ლ) განყოფილებაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება. 10. პრივატიზების განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) წინადადებების მომზადება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების თაობაზე და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება; ბ) წინადადებების მომზადება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება; გ) წინადადებების მომზადება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილების და აქციების აუქციონის ფორმით პრივატიზების თაობაზე და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება; დ) წინადადებების მომზადება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილების და აქციების მართვის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით; ე) წინადადებების მომზადება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების აუქციონის ფორმით პრივატიზების თაობაზე და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება; ვ) ქონებით სარგებლობისას წარმოქმნილი პრობლემის შესწავლა, მათ შორის, სადავო საკითხების გაანალიზება და პრობლემათა აღმოსაფხვრელად ღონისძიებების დასახვა; ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას; თ) განყოფილების უფლებამოსილებებს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ი) განყოფილებაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება. 11. ზედამხედველობის განყოფილების ფუნქციები და ამოცანებია: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით შევიდეს და განახორციელოს კონტროლი მის საზედამხედველო ობიექტებში არქიტექტურულ-სამშენებლო, სანიტარიული და ჰიგიენური ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე; შემოწმების პროცესში მოითხოვოს ყველა საჭირო და აუცილებელი დოკუმენტაცია სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან; განურჩევლად საკუთრების ფორმებისა და უწყებრივი ქვემდებარეობისა; ბ) განსაზღვროს დარღვევის აღმოფხვრის ღონისძიებები და ვადები, კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცეს მითითება, დააწესოს კონტროლი მათ ხარისხიან შესრულებაზე; გ) დადგენილი წესით მოამზადოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის ან უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; დ) დადგენილი წესით მოამზადოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ; ე) აწარმოოს კონტროლი საქალაქო მეურნეობის, კეთილმოწყობის, გარე იერსახის, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის, ავტოტრანსპორტის პარკირების და სანიტარიული დასუფთავების ღონისძიებათა შესრულებაზე; ვ) უზრუნველყოს გარე ვაჭრობის, გამოფენების, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირება; ზ) მონაწილეობა მიიღოს საგანგებო ეკოლოგიური სიტუაციების აღკვეთის პროფილაქტიკისა და თავიდან აცილების ღონისძიებათა შემუშავება-გატარებაში; თ)კანონმდებლობით დადგენილი წესით მოამზადოს და განსახილველად წარადგინოს წინადადებები; ი) მოახდინოს მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული მშენებარე და რეკონსტრუქციაში მყოფი ობიექტების ინსპექტირება; კ) შეამოწმოს სათანადო ნებართვის გარეშე მიმდინარე მშენებლობა ან/და უნებართვო დემონტაჟი. ლ) მშენებლობის მონაწილეებზე გასცეს მითითებები პროექტების, სამშენებლო ნორმებისა და წესების დარღვევის გამოსწორების თაობაზე; მ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დაშვებული დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია დამრღვებისათვის კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმების დაკისრების თაობაზე; ნ) შავი და ფერადი ლითონების, მათი შემცვლელი ნაკეთობების, აგრეთვე მათი ჯართისა და ნარჩენების შეგროვების, შეძენის, ტრანსპორტირების, გაყიდვის ან ჩაბარების დადგენილი წესის დარღვევის შემთხვევაში განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებანი ჯარიმების დაკისრების თაობაზე; ო) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი. 12. განყოფილება ვალდებულია: ა) განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კომპეტენციას მიკუთვნებულ მიმდინარე არქიტექტურულ-სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებზე; ბ) განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ საქალაქო მეურნეობის კეთილმოწყობის, გარე იერსახის, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის და ავტოტრანსპორტის პარკირების საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების, დადგენილებების, ბრძანებების, განკარგულებების, ინსტრუქციებისა და წესების შესრულებაზე; გ) დადგენილი წესით მოახდინოს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების შემოწმება, კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში ამ კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა- ნაგებობის მთლიანი ან ნაწილობრივი დემონტაჟი; დ) აწარმოოს კონტროლი მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვაზე, ქუჩებზე, მაგისტრალებზე, მოედნებზე, პარკებში, სკვერებში, დასასვენებელ ზონებში, საერთო სარგებლობის ეზოებში, მიწის გათხრითი სამუშაობის წარმოებაზე, მიწისქვეშა საინჟინრო ქსელების ჩაწყობა-გადაკეთებაზე, სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვების მოწყობაზე, ქუჩის დროებით გადაკვეთაზე ან ნაწილობრივ შეზღუდვაზე, ჭაბურღილების დაყენებაზე, შენობათა საძირკვლის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებაზე, სამშენებლო პოლიგონების ქვაბურებიდან მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნაგვის სპეციალურად გამოყოფილ საყრელებზე გადატანაზე და აღნიშნული სამუშაოების დადგენილი წესებით და განსაზღვრულ ვადებში შესრულებაზე კონტროლი; ე) უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობა; ვ) აწარმოოს ხეებისა და მწვანე ნარგავების გეგმაზომიერ განთავსებაზე, მათ მოჭრაზე, ამოძირკვაზე ან დაზიანებაზე კონტროლი; ზ) გამოიყენოს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები; თ) აწარმოოს კონტროლი საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 93-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შემთხვევებში. |
მუხლი 4.
სამსახურის თანამშრომელთა უფლება-მოვალეობები |
1. სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ:
ა) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინონ წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე; ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები; გ) ისარგებლონ საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით; დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ; ე) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით; ვ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით. 2. სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან: ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი; ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები; გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი; დ) იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად; ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესისა და თანამდებობრივი ინსტრუქციების მოთხოვნები; ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას. |
მუხლი 5.
დასკვნითი დებულებანი |
სამსახურის დებულების მიღება, მასში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები