„დასაქმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„დასაქმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 219
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/06/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 18, 09/07/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2006
სარეგისტრაციო კოდი 270.170.000.05.001.001.514
  • Word
219
24/06/2004
სსმ, 18, 09/07/2004
270.170.000.05.001.001.514
„დასაქმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„დასაქმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „დასაქმების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 17.10.2001, მუხ. 115) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 24-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ სუბსიდირებასა და სასესხო მომსახურებას საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი ახორციელებს კომერციული საბანკო დაწესებულების მეშვეობით.“.

2. 25-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მოსამზადებელი კადრების რაოდენობისა და პროფესიების სახეობათა გათვალისწინებით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი ატარებს კონკურსს სპეციალური პროფესიული სასწავლებლის გამოსავლენად.

2. კონკურსის შედეგად გამარჯვებულ სპეციალურ პროფესიულ სასწავლებელსა და საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს:

ა) მოთხოვნებს პროფესიული მომზადების დონისა და კვალიფიკაციის შესახებ;

ბ) მოსამზადებელ კონტინგენტს, მომზადების ხანგრძლივობასა და საყოფაცხოვრებო პირობებს;

გ) მომზადებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, მათი ანაზღაურების წესსა და პირობებს.“.

3. 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. არსებული სამუშაო ადგილების შენარჩუნებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით, მეწარმეთა და ორგანიზაციათა სუბსიდირებისა და სასესხო მომსახურების გაწევისათვის საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი ატარებს ტენდერს შესაბამისი კომერციული საბანკო დაწესებულების გამოსავლენად.

2. ტენდერში გამარჯვებულ კომერციულ ბანკსა და საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს:

ა) კომერციული ბანკისათვის ფინანსური რესურსების გადაცემისა და უკან დაბრუნების წესსა და პირობებს;

ბ) სესხების გაცემის წესსა და პირობებს, სპეციალურ მოთხოვნებს წარმოდგენილი პროექტის მიმართ;

გ) „პრიორიტეტული განვითარების ზონებისა“ და ეკონომიკის სექტორების ჩამონათვალს, რომლებიც სარგებლობენ უპირატესობით კონკრეტული პროექტების დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღებისას;

დ) სესხების გაცემის მაქსიმალურ ვადებს ეკონომიკის დარგების მიხედვით;

ე) გრანტის მოცულობებს სესხების სახეების მიხედვით.“.

4. 27-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი პასუხისმგებელია ტენდერში გამარჯვებული კომერციული საბანკო დაწესებულების მიერ დასაქმების ხელშეწყობის მიზნით გამოყოფილი ფინანსური რესურსების ხარჯვის მიზნობრიობაზე.“.

5. 28-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საზოგადოებრივი სამუშაოს ორგანიზების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი კონკრეტული შემსრულებლის გამოვლენის მიზნით ატარებს ტენდერს.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი აკონტროლებს და პასუხისმგებელია გამოყოფილი სახსრების ხარჯვის მიზნობრიობაზე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 24 ივნისი.

№219-რს