დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5449-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 22/06/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/07/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 040000000.05.001.018189 |
|
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) 12051 მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ოჯახში ძალადობის შემთხვევაში, როდესაც მშობლის მიმართ შემაკავებელი ან დამცავი ორდერი მოქმედებს, აგრეთვე სოციალური მუშაკის მიერ ბავშვის მშობლისგან განცალკევების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე მშობლის წარმომადგენლობითი უფლება ან/და მშობლის უფლება, განსაზღვროს, თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს ბავშვმა, შემაკავებელი ან დამცავი ორდერის ან ბავშვის მშობლისგან განცალკევების შესახებ სოციალური მუშაკის გადაწყვეტილების მოქმედების ვადით შეჩერებულად ითვლება. მშობლის მიერ ბავშვის მშობლისგან განცალკევების შესახებ სოციალური მუშაკის გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს ამ გადაწყვეტილების მოქმედებას.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. |
ქუთაისი, 22 ივნისი 2016 წ. N5449-IIს |
დოკუმენტის კომენტარები