დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 277 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/06/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/06/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120260000.10.003.019342 |
|
„სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/03/2014, 120260000.10.003.017853) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. XVI თავის მე-15 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) სამხედრო მოსამსახურეების იარაღიდან სროლის და ფიზიკური ნორმატივები, მათი ჩაბარების წესი.“. 2. XVI თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16-მე-18 პუნქტები: „16. ამ თავის მე-15 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნორმატივების ჩაუბარებლობა წარმოადგენს სამსახურებრივი შეუსაბამობისათვის სამხედრო მოსამსახურის (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეებისა) სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის საფუძველს. 17. იმ შემთხვევაში, თუ: ა) იუნკერს შეუწყდება სტუდენტის სტატუსი, სამინისტრო შეწყვეტს მასთან გაფორმებულ კონტრაქტს, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; ბ) იუნკერი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გაირიცხება საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების“ მე-13 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, სამინისტრო, სამხედრო სამსახურის საჭიროებიდან გამომდინარე, უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურის შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ. 18. სამინისტროს მიერ ამ თავის მე-17 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების დღიდან, სამხედრო მოსამსახურეზე ვრცელდება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 14 პუნქტით განსაზღვრული იმ კონტრაქტის პირობები, რომელიც უფორმდება საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო მოსამსახურეებს სამინისტროს მიერ ამ თავის მე-17 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების დღეს.“. 3. XVII1 თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის XVII2 თავი: „XVII2 თავი სამხედრო მოსამსახურისთვის სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში სამხედრო წოდების ვადამდე მინიჭება 1. სამხედრო მოსამსახურეს (გარდა რიგითებისა და კაპრალების შემადგენლობისა), „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადებისაგან განსხვავებით, სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში სამხედრო წოდება, განსაკუთრებული დამსახურებისათვის, შეიძლება ვადამდე მიენიჭოს, თუ სამხედრო მოსამსახურე აკმაყოფილებს მისანიჭებელი სამხედრო წოდებისათვის წაყენებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და უკავია ისეთი სამხედრო თანამდებობა, რომლისთვისაც შტატით გათვალისწინებულია მისანიჭებელი სამხედრო წოდების თანაბარი ან უფრო მაღალი სამხედრო წოდება. 2. სამხედრო მოსამსახურისთვის სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში სამხედრო წოდების ვადამდე მინიჭება დაუშვებელია, თუ მის მიმართ მოქმედებს ამ წესის XVII1 თავის პირველი პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა. 3. ამ თავის მიზნებისათვის განსაკუთრებულ დამსახურებად ითვლება: ა) სამხედრო მოსამსახურის საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი დაჯილდოება; ბ) სამხედრო მოსამსახურის მიერ საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობაში განსაკუთრებული წვლილის შეტანა.“. 4. XVIII თავის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს სადისციპლინო წესდების საფუძველზე;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები