დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5500-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 22/06/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/06/2016 |
ძალაში შესვლის თარიღი | 13/07/2016 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 30/08/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 300010000.05.001.018176 |
|
„ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №45, 21.12.2009, მუხ. 320) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სტატისტიკური საქმიანობისას გამოსაყენებელი სტატისტიკური სტანდარტების, კლასიფიკაციებისა და მეთოდოლოგიის შემუშავება და საქსტატის საბჭოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა;“. 2. მე-13 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სტატისტიკური საქმიანობისას გამოსაყენებელი სტატისტიკური სტანდარტების, კლასიფიკაციებისა და მეთოდოლოგიის განხილვა, რეკომენდაციების მომზადება და დამტკიცება ან საერთაშორისო სტანდარტების, კლასიფიკაციებისა და მეთოდოლოგიის აღიარება;“. 3. მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) აღწერის არაუმეტეს ათწლიანი პერიოდულობით ჩატარება;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. |
ქუთაისი, 22 ივნისი 2016 წ. N5500-IIს |
დოკუმენტის კომენტარები