ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე

ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 274
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/06/2016
ძალაში შესვლის თარიღი 20/06/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 02/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 330090000.10.003.019339
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
274
23/06/2016
ვებგვერდი, 28/06/2016
330090000.10.003.019339
ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (28/06/2016 - 29/03/2018)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №274

2016 წლის 23 ივნისი

ქ. თბილისი

 

ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“  საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და 29-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს:

ა) ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, თანდართულ რუკებთან ერთად (დანართი №1);

ბ) ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები, თანდართულ რუკასთან ერთად (დანართი №2).

მუხლი 2
„ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ ამოქმედებამდე დაწყებული   მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურაზე  გავრცელდება განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედი კანონმდებლობა.
მუხლი 3
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ურეკის სარეკრეაციო ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებისა და მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების  შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 აგვისტოს №494 დადგენილება.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 20 ივნისიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი