ურეკი-შეკვეთილისთვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ

ურეკი-შეკვეთილისთვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 273
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/06/2016
ძალაში შესვლის თარიღი 20/06/2016
სარეგისტრაციო კოდი 330090000.10.003.019338
273
23/06/2016
ვებგვერდი, 28/06/2016
330090000.10.003.019338
ურეკი-შეკვეთილისთვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №273

2016 წლის 23 ივნისი

ქ. თბილისი

 

ურეკი-შეკვეთილისთვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,  ურეკი-შეკვეთილს  მიენიჭოს სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსი  და  დამტკიცდეს ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიების საზღვრების აღწერილობა, თანდართული დანართის მიხედვით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 20 ივნისიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი




      დანართი

ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორია

ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის საზღვარი დგინდება ქვემოთ ჩამოთვლილი წერტილების მიხედვით:

ა) საწყისი წერტილი №1. (კოორდინატებით X=231292.4218750; Y=4656221.5) წერტილი  მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების საზღვრების გადაკვეთის წერტილზე და ამ წერტილიდან № 2 წერტილამდე საზღვარი მიუყვება ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების  საზღვარს.

ბ) წერტილი №2. (კოორდინატებით X=231869.5625000; Y=4656504.0) წერტილი მდებარეობს მდ.სუფსიდან სამხრეთით და ამ წერტილიდან საზღვარი სამხრეთ აღმოსავლეთისკენ სასოფლო- სამეურნეო სავარგულების გავლით მიემართება № 3 წერტილისკენ.

გ) წერტილი №3. (კოორდინატებით X=232699.0781250; Y=4654665.0) წერტილი მდებარეობს ურეკის რკინიგზის სადგურიდან მაგნეტიტის სანაპიროსკენ მიმავალ ქუჩაზე, სადგურიდან დასავლეთით და ამ წერტილიდან სამხრეთისკენ, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გავლით საზღვარი მიემართება №4 წერტილამდე.

დ) წერტილი №4 (კოორდინატებით X=232793.0000000; Y=4651272.5) წერტილი მდებარეობს დაბა ურეკიდან ქობულეთისკენ მიმავალ საავტომობილო გზისა  და  რკინიგზის  გადაკვეთიდან დასავლეთით და ამ წერტილიდან საზღვარი გრძელდება სამხრეთისკენ სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გავლით №5 წერტილამდე.

ე) წერტილი №5 (კოორდინატებით X=232825.3437500; Y=4649447.5) წერტილი მდებარეობს რკინიგზის დასავლეთით  და შემდეგ საზღვარი გრძელდება რკინიგზის გასწვრივ სამხრეთისკენ №6 წერტილამდე.

ვ) წერტილი №6 (კოორდინატებით X=233123.7656250; Y=4648720.5) წერტილი მდებარეობს რკინიგზის დასავლეთით და ამ წერტილიდან საზღვარი გრძელდება სამხრეთისკენ სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გავლით №7 წერტილამდე.

ზ) წერტილი №7 (კოორდინატებით X=233148.1250000; Y=4648302.5) წერტილი მდებარეობს ურეკის საკონცერტო დარბაზის ჩრდილოეთით გამავალ ოზურგეთისკენ მიმავალ საავტომობილო გზაზე, რკინიგზამდე და ამ წერტილიდან საზღვარი გრძელდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს შორის გამავალ სამეურნეო გზის გასწვრივ №8 წერტილამდე.

თ) წერტილი №8 (კოორდინატებით X=232885.4062500;  Y=4645184.5)  წერტილი  მდებარეობს ქობულეთის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე მდ.ნატანების ჩრდილოეთით და ამ წერტილიდან საზღვარი მიუყვება ქ.ქობულეთის შემოსავლელ საავტომობილო გზას, №9 წერტილამდე.

ი) წერტილი №9 (კოორდინატებით X=233900.7812500; Y=4643939.0) წერტილი მდებარეობს ქ.ქობულეთის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე მდ.ნატანების  სამხრეთით  საავტომობილო კვანძამდე და ამ წერტილიდან საზღვარი მიუყვება საავტომობილო კვანძს დასავლეთით №10 წერტილამდე.

კ) წერტილი №10 (კოორდინატებით X=233758.7500000; Y=4643463.5) წერტილი მდებარეობს ქ.ქობულეთის შემოსავლელ საავტომობილო გზისა და შეკვეთილიდან ქ.ქობულეთში მიმავალი საავტომობილო გზის დამაკავშირებელ გზაზე საავტომობილო კვანძის დასავლეთით და ამ წერტილიდან საზღვარი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გავლით გრძელდება  №  11 წერტილამდე.

ლ) წერტილი №11 (კოორდინატებით X=233694.9375000; Y=4642659.0) წერტილი მდებარეობს მდ.ჩოლოქზე და ამ წერტილიდან საზღვარი მიუყვება მდ.ჩოლოქს, აჭარისა და გურიის საზღვარს შავ ზღვამდე,  №12 წერტილამდე.

მ) წერტილი №12 (კოორდინატებით X=231891.5156250; Y=4645085.5) წერტილი მდებარეობს აჭარისა და გურიის საზღვარის მდ.ნატანების, მდ.ჩოლოქის და შავი ზღვის შერწყმის წერტილში. ამ წერტილიდან №1 წერტილამდე საზღვარი მიუყვება შავი ზღვის სანაპიროს.

შენიშვნა: ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის აღმოსავლეთ საზღვრად აღნიშნულია სამომავლო ჩქაროსნული საავტომობილო გზატკეცილი (ავტობანი), რომელიც ამჟამად ფიზიკურად არ არსებობს და მისი აშენების შემთხვევაში საჭირო გახდება ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის აღმოსავლეთ საზღვრის ჩქაროსნული საავტომობილო გზატკეცილისდა მიხედვით დაზუსტება.