„ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის №39 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ

„ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის №39 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები ქედის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/06/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/06/2016
ძალაში შესვლის თარიღი 03/07/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 09/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.134.016196
9
24/06/2016
ვებგვერდი, 29/06/2016
010250020.35.134.016196
„ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის №39 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ
ქედის მუნიციპალიტეტი
 

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №9

2016 წლის 24 ივნისი

დაბა ქედა

 

„ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის №39 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის  21 ნოემბრის39 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.134.016158; 25/11/2014)  შევიდეს შემდეგი  დამატებ :
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლს დაემატოს 31პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„31. გამგებლის წარმომადგენელი ვალდებულია:
ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქედის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია, თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ, დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე - ბავშვის დაბადების თაობაზე შეტყობიდან 1 თვის ვადაში;
ბ)  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქედის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს  წარუდგინოს პირის გარდაცვალების შესახებ შედგენილი ოქმი, პირის გარდაცვალების თაობაზე, შეტყობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. თუ  გამგებლის წარმომადგენელს არ გააჩნია საკმარისი და უტყუარი ინფორმაცია პირის გარდაცვალების ფაქტის შესახებ და შეუძლებელია ოქმის შედგენა, იგი ვალდებულია, სააგენტოს აცნობოს მხოლოდ გარდაცვალების ფაქტის შესახებ შესაბამისი ოქმის შედგენის გარეშე."
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 3 ივლისიდან.

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან ცინცაძე