„სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5436-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 190030000.05.001.018181
5436-IIს
22/06/2016
ვებგვერდი, 11/07/2016
190030000.05.001.018181
„სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 9) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი − ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც საქართველოს სახელით გამოუშვა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ეროვნული ან კონვერტირებადი ვალუტით, მოკლევადიანი, საშუალოვადიანი ან გრძელვადიანი პერიოდით;“.

2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აქვს განსაკუთრებული უფლება, საქართველოს მთავრობის თანხმობით, საქართველოს ეროვნულ ბანკთან კონსულტაციით:

ა) დადოს ხელშეკრულებები ეროვნული და სხვა კონვერტირებადი ვალუტით ფულადი სახსრების ვალად აღების შესახებ; 

ბ) საქართველოსა და სხვა ქვეყნების საფინანსო ორგანიზაციებს მისცეს კრედიტებისათვის სახელმწიფო გარანტიები ეროვნული და სხვა კონვერტირებადი ვალუტით, რომელიც გამოეყოფათ საქართველოს ეკონომიკურ აგენტებს საკუთრების ფორმისა და სამეურნეო საქმიანობის მიუხედავად.“.

3. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12. სახელმწიფო საშინაო ვალის აღების შედეგად მიღებული სახსრების გამოყენება

სახელმწიფო საშინაო ვალის აღების შედეგად მიღებული სახსრები გამოიყენება წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული მიზნებისათვის.“.

4. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია საქართველოს ეროვნულ ბანკთან კონსულტაციით, საქართველოს სახელით გამოუშვას სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები.“.

5. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 15. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების სახეები და გამოშვების მიზნობრიობა 

1. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების სახეებია:

ა) სახაზინო ვალდებულებები;   

ბ) სახაზინო ობლიგაციები; 

გ) სახელმწიფო ობლიგაციები და თამასუქები.  

2. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვება ხდება:

ა) მოკლევადიანი საკასო სხვაობის დაფარვის და ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსების მიზნით; 

ბ) ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების ხელშეწყობის მიზნით და წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული სხვა მიზნებისთვის.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

22 ივნისი 2016 წ.

N5436-IIს