სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

  • Word
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 02-980/ო
დოკუმენტის მიმღები სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი
მიღების თარიღი 10/06/2016
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/06/2016
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
02-980/ო
10/06/2016
ვებგვერდი, 24/06/2016
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №02-980/ო

2016 წლის 10 ივნისი

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ 22-ე მუხლის მე-6 პუნქტის და მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს  შპს    „სამედიცინო ცენტრ – ქირონიზე“  (მისამართი:  ქ.  თბილისი,  სპირიდონ კედიას ქ. N7) გაცემული „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია“ – სალიცენზიო მოწმობა N002139.

2. ბრძანება  შეიძლება  გასაჩივრდეს  ჩაბარებიდან  ერთი    თვის   ვადაში  ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი №6).

3.  ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.

 

საფუძველი: შპს „სამედიცინო ცენტრ – ქირონის“ დირექტორის ნ. სამადაშვილის განცხადება  N61817,  08.06.2016წ.

 

სააგენტოს უფროსი                                                                                  გია თვალავაძე