დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 2 მარტის №1-1/121 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/330 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 22/06/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/06/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240070.22.024.016453 |
|
,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 2 მარტის №1-1/121 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 2 მარტის №1-1/121 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 07/03/2016, 010240070.22.024.016423) დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნეს ცვლილება და დანართის მე-3 მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„3. სატრანსპორტო დერეფნისა და ლოგისტიკის განვითარების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება ეკონომიკური/საერთაშორისო ურთიერთობების/საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების/საერთაშორისო სამართლის/სამართალმცოდნეობის/ტრანსპორტის/ტრანსპორტის ლოგისტიკის სპეციალობით ან ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში; ბ) შესაბამის სფეროში მუშაობის 6-თვიანი გამოცდილება ან შესაბამის სფეროში გავლილი სტაჟირება/პრაქტიკა; გ) ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” საქართველოს კანონის, ,,ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ” საქართველოს კანონის, „საქართველოს საზღვაო კოდექსის“, „საქართველოს საჰაერო კოდექსის“, ,,საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონის, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის, „ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ“ საქართველოსა და ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს შორის შეთანხმების“, ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილების ცოდნა; დ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები