დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №28/34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 10/21 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 22/06/2016 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/06/2016 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.111.016307 |
|
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №28/34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ მე-80 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 ივნისის №980 განკარგულების საფუძველზე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №28/34 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04.01.2016, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.111.016285) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 ა) განისაზღვროს: ა.ა) შემოსულობები 23 880.2 ათ. ლარით; ა.ბ) გადასახდელები 25 050.9 ათ. ლარით; ა.გ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადმოსაცემი ტრანსფერი 5 700.2 ათ. ლარით; ა.გ.ა) გათანაბრებითი ტრანსფერი 0.0 ათ. ლარით; ა.გ.ბ) მიზნობრივი ტრანსფერი 260.0 ათ. ლარით; ა.გ.გ) ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები 5 440.2 ათ. ლარით; ა.დ) სარეზერვო ფონდი 150.0 ათ. ლარით.“; ბ) დადგენილებით დამტკიცებულის დანართის: ბ.ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
“; ბ.ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
“;
ბ.გ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 21 380.2 ათ. ლარის ოდენობით:
“;
ბ.დ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 5 700.2 ათ. ლარის ოდენობით:
“;
ბ.ე) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 16 670.5 ათ. ლარის ოდენობით:
“;
ბ.ვ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 5 682.0 ათ. ლარის ოდენობით. მათ შორის: ა) განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 6 182.0 ათ. ლარის ოდენობით:
ბ) განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 500.0 ათ. ლარის ოდენობით:
“;
ბ.ზ) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
“;
ბ.თ) მე-18 მუხლის პირველი პუნქტი და პირველი პუნქტის 1.3 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით: „1. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ქალაქში ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება, რაც თავის თავში გულისხმობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვას (გზები და ხიდები). კერძოდ, ქუჩების ორმულ შეკეთებას, ქუჩებისა და სანაპირო ზოლის მიმდებარე გზის მოხრეშვა-დაგრეიდერებას, შუქნიშნების მოვლა-პატრონობას, საგზაო ნიშნების მოწყობას (ქუჩების მონიშვნა ნიტრო საღებავით). ასევე აღმაშენებლის ქუჩისა და რუსთაველის რკალის ტროტუარის რეაბილიტაციას, რკინიგზის სადგურის მიმდებარე მოედნისა და ხიდის ასფალტირების მოწყობას, აღმაშენებლის ქუჩის მრავალბინიანი ს/სახლების რეაბილიტაციას (ფასადების შეფუთვა და მანსარდის მოწყობა), ს/სახლების სახურავების მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს, მრავალბინიანი ს/სახლების ლიფტების რეაბილიტაციას, დაზიანებული ლიფტების მოვლა-პატრონობას, ჭარბი ნალექებისა თუ სხვა შემთხვევისას დაგროვილი წყლის ამოტუმბვას, გარე განათებისა და მინათების მოწყობას (ხიდები, ს/სახლები და ძეგლები, სანაპირო ზოლი), გარე განათების არსებული ქსელის მოვლა-პატრონობას, განათების ქსელისა და სატუმბო სადგურების ელექტროენერგიის ხარჯების ანაზღაურებას, სატუმბო სადგურების მოვლა-პატრონობას, დასუფთავების ღონისძიებებს, უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების იზოლირებას, სანიაღვრე არხების შლამისა და ნატანისაგან გაწმენდას, მათ აღდგენასა და მოვლა-პატრონობას, დახურული სანიაღვრე არხების მშენებლობა-რეაბილიტაციას, სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაციას, ბინების შიდა საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციას, 9 აპრილის ხეივნის რეაბილიტაციის პროექტირებას, არსებული სკვერებისა და პარკების, შადრევნების მოვლა-შენახვას, სკვერებსა და პარკებში სკამების მოწყობას, მალთაყვის უბანში სანაპირო ზოლის (მათ შორის მისასვლელი გზის) რეაბილიტაციას, მრავალბიანიანი ს/სახლების ეზოების კეთილმოწყობას, გამწვანების სამუშაოებს და სხვა.
1.3 კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება არსებული სკვერებისა და პარკების კეთილმოწყობის სამუშაოები, შადრევნების მოვლა-შენახვა და ექსპლოატაცია, სადღესასწაულო ქალაქგაფორმება, დიდების მემორიალის, სკვერების, პარკების, ქალაქის ქუჩებისა და მრავალბინიანი ს/სახლების გამწვანებული ეზოების მოვლა-პატრონობა, მრავალბიანიანი ს/სახლების ეზოების კეთილმოწყობა, მალთაყვის უბანში სანაპირო ზოლის (მათ შორის მისასვლელი გზის) რეაბილიტაცია, 9 აპრილის ხეივნის რეაბილიტაციის პროექტირება, მშვიდობის ქუჩის №13-ში მდებარე შენობის (ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფო) კაპ. შეკეთება და სხვა ღონისძიებები.“. ბ.ი) მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით: „მუხლი 19. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
“ |
მუხლი 2 |
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებების თანახმად: |
1.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 13 აპრილის №258 ბრძანების „2016 წლის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების ერთი ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლიდან სხვა ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლში გადატანის შესახებ“ შესაბამისად: |
ა)
შემცირდა „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის“ „წარმომადგენლობითი ხარჯები“ 5,0 ათ. ლარით და შესაბამისად გაიზარდა „მივლინებების” ხარჯი. |
2.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 22 აპრილის №286 ბრძანების „საბიუჯეტო ორგანიზაციისა და პროგრამებისათვის 2016 წლის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ერთი ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლიდან სხვა ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლში გადატანის შესახებ“ შესაბამისად: |
ა)
შემცირდა „სანიაღვრე არხების მშენებლობის, რეაბილიტაციის და ექსპლოატაციის“ (პროგრამულ კოდი 03 02 05) „სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურების“ ხარჯი 0.4 ათ. ლარით და შესაბამისად გაიზარდა “არაფინანსური აქტივების ზრდა“; |
ბ)
შემცირდა ა(ა)იპ „თვითმმართველი ქალაქ ფოთის საბიბლიოთეკო გაერთიანების“ (პროგრამული კოდი 05.02.05) „სუბსიდიების“ ხარჯი 1,0 ათ. ლარით და შესაბამისად გაიზარდა „არაფინანსური აქტივების ზრდა“. |
3.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 16 მაისის №362 ბრძანების „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის შესახებ“ შესაბამისად: |
ა)
გაიზარდა „ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები“ 1000,0 ათ. ლარით და განისაზღვრა 5027,9 ათ. ლარით; |
ბ)
გაიზარდა „კეთილმოწყობის ღონისძიებების” „არაფინანსური აქტივების ზრდა“ 1000,0 ათ. ლარით და განისაზღვრა 2941,0 ათ. ლარით. |
4.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 31 მაისის №419 ბრძანების „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის შესახებ“ შესაბამისად: |
ა)
გაიზარდა „ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები“ 500,0 ათ. ლარით და განისაზღვრა 5527,9 ათ. ლარით; |
ბ)
განხორციელდა გამოყოფილი სახსრების 500,0 ათ. ლარის ასახვა შესაბამისი საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის (მათ შორის, პროგრამებში და ღონისძიებებში). |
მუხლი 3 |
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2016 წლის 22 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები