„ნავსადგურის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს 2012 წლის 31 აგვისტოს N019 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნავსადგურის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს 2012 წლის 31 აგვისტოს N019 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 08
დოკუმენტის მიმღები საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 22/07/2016
დოკუმენტის ტიპი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/07/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 28/07/2022
სარეგისტრაციო კოდი 310040000.55.067.016084
08
22/07/2016
ვებგვერდი, 25/07/2016
310040000.55.067.016084
„ნავსადგურის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს 2012 წლის 31 აგვისტოს N019 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა მინისტრ ს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №08

2016 წლის 22 ივლისი

ქ. ბათუმი

 

„ნავსადგურის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 31 აგვისტოს №019 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 31 აგვისტოს №019 ბრძანებით დამტკიცებულ „ნავსადგურის წესებში“ (სსმ, ვებპორტალი, 310040000.55.067.016024, 31.08.2012) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:

1. წესის მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „1და „2ქვეპუნქტები:

1) თევზსარეწი გემი არის მცურავი საშუალება, რომელიც ახორციელებს თევზის ან/და ზღვის პროდუქტების დამუშავებას და სხვადასხვა პროდუქციის გამოშვებას;

2) თევზის ნედლეულისა და რეწვის პროდუქციის სატრანსპორტო გემი არის მცურავი საშუალება, რომელიც თევზსაჭერი ან/და თევზსარეწი გემებიდან, ზღვაში ან/და ნავსადგურში იღებს თევზის ნედლეულსა თუ პროდუქციას და ეწევა ტრანსპორტირებას თევზჭერის საზღვაო რაიონებიდან ნავსადგურებში ან ერთი სახელმწიფოს თევზჭერის რაიონიდან, მეორე სახელმწიფოს ნავსადგურებში.“.

2. წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში და ყველა საზღვაო ნავსადგურში გემების მოძრაობის მომსახურებას უზრუნველყოფს სააგენტო თავისი სტრუქტურული ერთეულის მეშვეობით, „ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის შესახებ“ 1974 წლის საერთაშორისო კონვენციის, მისი 1988 წლის ოქმის, ცვლილებათა გათვალისწინებით, V თავის მოთხოვნათა შესაბამისად.“.

3. წესის მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ნავსადგურის ადმინისტრაცია ვალდებულია ნავმისადგომის ტექნიკური მონაცემების შემცვლელი დოკუმენტაცია წარადგინოს სააგენტოში.“.

4. წესების 36-მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ფოთის საზღვაო ნავსადგურის №6, №7 და №8 ნავმისადგომებთან გემებს შორის უსაფრთხო დაშორების მანძილი პერპენდიკულარულად უნდა იყოს არანაკლებ 25 (ოცდახუთი) მეტრისა.”.

5. წესების 37-მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ფოთის ნავსადგურში ნავმისადგომთან გემების განლაგების დაგეგმვისას, ნავმისადგომის ოპერატორი უზრუნველყოფს მათ უსაფრთხო მიბმა/ჩახსნას, დგომას და სატვირთო ოპერაციების წარმოებას.“.

6. წესების 37-მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. ფოთის ნავსადგურში ნავმისადგომთან გემების მიბმა, რომლის წყალშიგი აღემატება ნავმისადგომის დასაშვებ, გამოცხადებულ წყალშიგს, შესაძლებელია პანტონის გამოყენებით, ნავსადგურის ადმინისტრაციასთან შეთანხმებისა და ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის ნებართვის საფუძველზე. ნავმისადგომის ოპერატორი და გემის კაპიტანი პასუხისმგებელი არიან პანტონის გამოყენებისას გემის უსაფრთხო მიბმა/ჩახსნაზე და გემის პანტონზე დგომის პერიოდში უსაფრთხო ოპერაციების წარმოებაზე.“.

7. წესების 38-მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ფოთის ნავსადგურში, გემის, სანავსადგურო ნაგებობების დაზიანების და უბედური შემთხვევის თავიდან აცილების მიზნით, ნავმისადგომის ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს ნავმისადგომის მომზადება გემის მისაღებად და ნავმისადგომის მზადყოფნის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს ნავსადგურის კაპიტანს და ნავსადგურის ადმინისტრაციას.“.

8. წესების 51-მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. აკრძალულია ტვირთის დაწყობა გზის სავალ ნაწილზე, გასასვლელებში, ასევე სარკინიგზო ლიანდაგთან 2 (ორი) მეტრზე, ხოლო ნავმისადგომის კიდესთან 3 (სამი) მეტრზე ახლოს, აგრეთვე, ნავთობტერმინალის ნავმისადგომებთან სახანძრო მისასვლელებისა და საევაკუაციო გზების გადაკეტვა.“.

9. წესების 53-მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) 2 (ორი) მეტრზე ნაკლები დაშორებით უახლოესი სარკინიგზო ლიანდაგიდან ან/და 3 (სამი) მეტრზე ახლოს ნავმისადგომის ნაპირიდან;“.

10. წესების 55-მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ნავსადგურში სახიფათო ტვირთის შეტანამდე 7 (შვიდი) დღით ადრე, ტვირთგამგზავნმა ან/და გადამზიდავმა კომპანიამ ნავსადგურის ადმინისტრაციას და ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს უნდა წარუდგინოს დადგენილი წესით შევსებული განაცხადი და თანდართული დოკუმენტები აღნიშნული ტვირთის გემით გადაზიდვის შესახებ. თუ რეისის ხანგრძლივობა 7 (შვიდი) დღეზე ნაკლებია, ტვირთგამგზავნმა ან/და გადამზიდავმა კომპანიამ ნავსადგურის ადმინისტრაციას და ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სახიფათო ტვირთის გემით გადაზიდვის შესახებ.“.

11. წესების 55-მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გემი, რომელმაც სახიფათო ტვირთი მოიტანა ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნის დარღვევით, ნავსადგურში შესვლამდე უნდა დადგეს ღუზაზე, აღნიშნული ტვირთის ნავსადგურში გადმოტვირთვის თანხმობის მიღებამდე.“

12. წესების 55-მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სახიფათო ტვირთის ნავსადგურის ტერიტორიაზე შემოტანა გემზე დატვირთვა-გადმოტვირთვის მიზნით დასაშვებია მხოლოდ ნავსადგურის ადმინისტრაციის წერილობითი თანხმობის საფუძველზე.“.

13. წესების 55-მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. სახიფათო ტვირთთან დაკავშირებული სატვირთო ოპერაციები უნდა ხორციელდებოდეს ტვირთის თვისებების გათვალისწინებით, შედგენილი ტექნოლოგიური რუკის მიხედვით. ტექნოლოგიური რუკა უნდა შეთანხმდეს სააგენტოსთან, სახანძრო დაცვის სამსახურთან, გარემოს დაცვის სამსახურთან, სატვირთო ოპერატორთან და დამტკიცდეს ნავსადგურის მიერ.“.

14. წესის 66-მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 და 62 ქვეპუნქტები:

„61. ბათუმის ნავსადგურის ტერიტორიაზე დადგენილია სატრანსპორტო საშუალებებით მოძრაობის შემდეგი ზღვრული სიჩქარე:

ა) მსუბუქი ავტომობილებისათვის – 10კმ/სთ;

ბ) სატვირთო ავტომობილებისათვის – 10 კმ/სთ;

62. ფოთის ნავსადგურის ტერიტორიაზე დადგენილია სატრანსპორტო საშუალებებით მოძრაობის შემდეგი ზღვრული სიჩქარე:

ა) მსუბუქი ავტომობილებისათვის – 30კმ/სთ;

ბ) სატვირთო ავტომობილებისათვის – 30 კმ/სთ;

გ) სატვირთო სამუშაოების წარმოებისას, სატვირთო და სხვა სპეციალური სახის ტრანსპორტისათვის – 30კმ/სთ;

დ) სარკინიგზო ტრანსპორტისათვის ნავმისადგომებზე– 30კმ/სთ“.

15. წესების 66-მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

„10. ფოთის ნავსადგურის ტერიტორიაზე იმ სატრანსპორტო საშუალებებით მოძრაობა, რომელთა საერთო სიმაღლე დატვირთულ ან დაუტვირთავ მდგომარეობაში 5.15 მეტრს აღემატება, დასაშვებია მხოლოდ ნავსადგურის ადმინისტრაციის თანხმობით.“.

16. წესის 71-მუხლის მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„18. ნავსადგურის ტერიტორიაზე აკრძალულია შავი და ფერადი ლითონების ჯართის ჟანგბად-აეროვანი ჭრა, გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა, რომელსაც ნავსადგური უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის წესების შესაბამისად უთანხმებს სააგენტოს.“.

17. წესის XVII თავი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

თავი XVII

ბათუმის ნავსადგური

მუხლი 92. ბათუმის ნავსადგურის ფარგლები

1. ბათუმის ნავსადგურის ფარგლები მოქცეულია ქვემოთ მოცემული გეოგრაფიული კოორდინატების შემაერთებელი ხაზის შიგნით, კერძოდ:

ა) 41° 39,46´ ჩრდ. განედი / 0410 38,37’ აღმოს. გრძედი (კონცხი „ბურუნტაბია”);

ბ) 410 40,05´ ჩრდ. განედი / 0410 37,80´ აღმოს. გრძედი (ჩრდილოეთის წერტილი);

გ) 410 43,50´ ჩრდ. განედი / 0410 41,55´ აღმოს. გრძედი (ჩრდილო აღმოსავლეთის წერტილი );

დ) 410 42,92´ ჩრდ. განედი / 0410 42,70´ აღმოს. გრძედი (წერტილი „მწვანე კონცხის“ ჩრდილოეთით);

ე) 410 39,95´ ჩრდ. განედი / 0410 40,96´ აღმოს. გრძედი (მდინარე „ყოროლის წყლის” შესართავი);

ვ) სამხრეთიდან შემოსაზღვრულია სანაპირო ზოლით და ბათუმის ძირითადი ნავსადგურის ტერიტორიით.

2. ბათუმის ნავსადგურის ფარგლებში შედის: ძირითადი ნავსადგური (შიდა ნავსადგური, შიდა რეიდი და ფარვატერი), გარე რეიდი (ძირითადი საღუზე რაიონი) და ძირითად ნავსადგურთან მიმდებარე ტერიტორია („საკაბოტაჟო ნავსადგური“).

3. ბათუმის ძირითადი ნავსადგური იყოფა დაცულ (სარეჟიმო) და გახსნილ (ღია) ნაწილებად, კერძოდ:

ა) დაცული (სარეჟიმო) ნაწილი წარმოადგენს ნავთობ/გაზ ტერმინალის №1, №2, №3 ნავმისადგომების, საკონტეინერო და მრავალმიზნობრივი დანიშნულების ტერმინალის №4/5 ნავმისადგომების, საბორნე გადასასვლელის №6 ნავმისადგომის, მშრალი ტვირთების (ნაყარი და გენერალური) №7, №8 , №9 ნავმისადგომების და ნავთობტერმინალის უნავმისადგომო ჩამოსასხმელის ( CBM ) ტერიტორიას;

ბ) გახსნილი (ღია) ნაწილი შედგება №10 და № 11 ნავმისადგომების ტერიტორიისაგან და გამოიყენება ძირითადად სამგზავრო/საკრუიზო გემების დასაყენებლად.

4. ძირითადი ნავსადგურის ფაქტობრივი სიღრმეები, ნავმისადგომების ფაქტობრივი (არასაპასპორტო) სიგრძე და სიღრმე, ნავმისადგომებთან გემების მაქსიმალურად დასაშვები წყალშიგი, (რომელიც დამოკიდებულია ნავმისადგომების გასწვრივ არსებულ ფაქტობრივი სიღრმეების ცვალებადობაზე), ოფიციალურად ცხადდება ყოველწლიურად, ნავსადგურის კაპიტნის მიერ, შემოდგომა-ზამთრის პერიოდის დამთავრებისთანავე, ნავსადგურის სათანადო სამსახურის მიერ ჩატარებული საკონტროლო გაზომვებისა და წარმოდგენილი ბათიმეტრიული რუკების საფუძველზე.

5. ნავმისადგომების საპასპორტო სიგრძე მოცემულია ამ „წესების“ დანართ №7-ში.

6. ბათუმის შიდა ნავსადგურში დასაშვებია არა უმეტეს 225 მეტრი სიგრძის მქონე გემის შემოსვლა. 200 მეტრზე მეტი სიგრძის მქონე გემის შემოსვლა, მანევრირება და ნავმისადგომთან დაყენება (მიბმა) დასაშვებია მხოლოდ დღის ნათელ პერიოდში.

7. ბათუმის ნავსადგურის აკვატორია სქემატურად მოცემულია ამ „წესების“ დანართ № 6-ში.

მუხლი 93. ბათუმის ნავსადგურის ტერიტორია და აკვატორია

1. ბათუმის ნავსადგურის ტერიტორიაში შედის ძირითადი ნავსადგური და შიდა რეიდი.

ა) ბათუმის ძირითადი ნავსადგური შედგება:

ა.ა) შიდა ნავსადგური თავისი ნავმისადგომებით: ნავთობ/გაზტერმინალის №1, №2 და №3 ნავმისადომები, საკონტეინერო და მრავალმიზნობრივი დანიშნულების ტერმინალის №4/5 ნავმისადგომი, საბორნე გადასასვლელის №6 ნავმისადგომი და მშრალი ტვირთების (ნაყარი და გენერალური) №7, №8 და №9 ნავმისადგომები.

ა.ბ) შიდა რეიდი მასთან მიმდებარე ნავმისადგომებით: სამგზავრო/საკრუიზო №10, №11 ნავმისადგომები და ნავთობტერმინალის უნავმისადგომო ჩამოსასხმელი (CBM), რომელიც განკუთვნილია დიდი ზომის ტანკერების სატვირთო ოპერაციების ჩასატარებლად.

2. ბათუმის ძირითადი ნავსადგურის ტერიტორიაში არ შედის:

ა) სანაპირო ზოლის მონაკვეთი მოთავსებული № 9 და № 10 ნავმისადგომებს შორის;

ბ) „იახტ კლუბი“;

გ) საკაბოტაჟო ნავსადგური თავისი ნავმისადგომებით.

3. ბათუმის ნავსადგურის აკვატორია არის წყლის სივრცე, რომელიც მოქცეულია ამ წესის 92-ე მუხლის პირველ პუნქტში მოცემულ საზღვრებს შიგნით, რომელშიც შედის ძირითადი ნავსადგურის აკვატორია ( შიდა ნავსადგურის, შიდა რეიდის და ფარვატერის აკვატორიები) და გარე რეიდის (ძირითადი საღუზე რაიონი) აკვატორია.

ა) შიდა ნავსადგურის აკვატორია წარმოადგენს წყლის სივრცით მოცულ ბათუმის უბის სამხრეთ ნაწილის აკვატორიას, რომელიც მდებარეობს ბათუმის ნავთობტერმინალის მოლის დასავლეთ დაბოლოებაზე აღმართულ შუქურასა და მე-10 ნავმისადგომის დასაწყისს შორის გავლებული შემაერთებელი ხაზის (პელენგი შუქურიდან 2660 ) სამხრეთით;

ბ) შიდა რეიდად ითვლება წყლის სივრცე (აკვატორია) განლაგებული ნავთობტერმინალის მოლის ჩრდილოეთით, რომელიც ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია „ბურუნტაბიას“ კონცხზე გამავალი პარალელით (საწყისი კოორდინატები 410 39,46’ ჩრდ. განედი / 0410 38,37’ აღმოს. გრძედი) და აღმოსავლეთიდან - საკაბოტაჟო მოლის აღმოსავლეთ დაბოლოვებაზე გამავალი მერიდიანით ( საწყისი კოორდინატები 410 39,14’ ჩრდ. განედი / 0410 39,52’ აღმოს. გრძედი). შიდა რეიდზე გამოყოფილია საღუზე რაიონი, რომელიც განკუთვნილია ზომამცირე გემებისათვის. საღუზე რაიონის კოორდინატები მოცემულია ამ წესების დანართ №8-ში. ღუზაზე დგომის რაიონში შესაძლებელია არაუმეტეს 4 (ოთხი) მეტრი წყალშიგისა და 12 (თორმეტი) მეტრი სიგრძის მქონე 4 (ოთხი) ზომამცირე გემის დაყენება. მოცემულ საღუზე რაიონში დაშვებულია გემების ღუზაზე დგომა მხოლოდ კარგი ამინდის პირობებში (ქარი 3 ბალი, ზღვის ღელვა 2 ბალი);

გ) გარე რეიდად ითვლება წყლის სივრცე (აკვატორია) მოქცეული 10 (ათი) და 50 (ორმოცდაათი) მეტრი სიღრმის იზობატებს შორის, რომელიც იწყება ბათუმის ცენტრალურ შუქურიდან პელენგი 0270, დისტანცია 7,5 კაბელტოვი და გრძელდება ამ წერტილიდან ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით „მწვანე კონცხის“ მიდამოების აღმოსავლეთ საზღვრის ტრავერზამდე.

4. ბათუმის ძირითადი ნავსადგურის აკვატორიაში არ შედის:

ა) საკაბოტაჟო ნავსადგურის აკვატორია;

ბ) „იახტ კლუბის“ აკვატორია.

5. საკაბოტაჟო ნავსადგურის აკვატორია შემოსაზღვრულია კოორდინატების 410 39,14’ ჩრდ. განედის/ 0410 39,52’ აღმოს. გრძედის წერტილზე გამავალი პარალელით და კოორდინატების 410 39,14’ ჩრდ.განედის / 0410 39,85’ აღმოს. გრძედის წერტილზე გამავალი მერიდიანით ნაპირამდე. საკაბოტაჟე ნავსადგურის სივრცე და იქ არსებული ნავმისადგომები აღინიშნება მცირე სიღრმეების მქონე აკვატორიად, სადაც გემისთვის მაქსიმალურად დასაშვები წყალშიგი არ აღემატება 2,5 მეტრს.

6. არახელსაყრელი ამინდის პროგნოზის მიღებისთანავე იქ მდგომი გემები, საერთო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ დატოვონ საკაბოტაჟე ნავსადგურის ნავმისადგომები და გავიდნენ ღია ზღვაში. მცირე ზომის გემებს შტორმის პერიოდში, როგორც თავშესაფარი, ძირითადი ნავსადგურის ადმინისტრაციამ შესაძლოა დროებით გამოუყოს ადგილი შიდა რეიდზე.

7. ბათუმის ნავსადგურში შესვლა და გამოსვლა ხორციელდება ფარვატერით. ეს არის წყლის ზედაპირი, რომელიც შემოსაზღვრულია ფარვატერის ღერძის პარალელურად გამავალი ხაზებით აღმოსავლეთით 150 (ას ორმოცდაათი) მეტრზე და 240 (ორას ორმოცი) მეტრზე ფარვატერის ღერძის დასავლეთით. ფარვატერის ღერძად მიჩნეულია შემავალი/გამომავალი საგდულების (Leadi№g Li№e ) ხაზი 158,80 - 338,80.

8. ბათუმის ნავსადგურის გარე რეიდზე გემების ღუზაზე დგომისათვის განკუთვნილია 12 (თორმეტი) საღუზე წერტილი. ამ წერტილების კოორდინატები მოცემულია ამ წესების დანართ №9-ში.

9. ბათუმის ძირითადი ნავსადგურის აკვატორიაში სატრანსპორტო მცურავი საშუალებების გადაადგილების სიჩქარე დაშვებულია არაუმეტეს 2 (ორი) კვანძისა.

 

მუხლი 94. „ტიაგუნი“

ბათუმის ნავსადგურში პერიოდულად მოქმედებს უხილავი მდგრადი ტალღა „ტიაგუნი“ (დანართი №16). გემის დგომა ნავსადგურში „ტიაგუნის“ დროს საფრთხეს უქმნის გემს და ნავმისადგომს. “ტიაგუნი“ ნავსადგურში აღინიშნება განსაკუთრებით დასავლეთისა და ჩრდილოეთის მეოთხედებიდან მოქმედი ქარისა და ტალღის დროს. შტორმული გაფრთხილების მიღებისთანავე ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურმა უნდა გააფრთხილოს როგორც ნავსადგურში, ასევე რეიდზე მდგომი გემის კაპიტნები. „ტიაგუნის“ პირველივე ნიშნების აღმოჩენისთანავე ნავსადგურში მდგომი ყველა გემის მთავარი ძრავი უნდა იყოს გადაყვანილი მუდმივი მზადყოფნის მდგომარეობაში.

 

მუხლი 95 . უნავმისადგომო ჩამოსასხმელი

1. უნავმისადგომო ჩამოსასხმელი (CBM) შედგება გემის მისაბმელი 5 (ხუთი) მოტივტივე კასრის კონსტრუქციისგან, რომელიც მდებარეობს ნავსადგურის შიდა რეიდის აკვატორიაში ნავთობტერმინალის მოლის ჩრდილოეთით, სადაც ხორციელდება მინიმუმ 182 (ას ოთხმოცდაორი) და მაქსიმუმ 250 (ორას ორმოცდაათი) მეტრი სიგრძის და 140000 (ას ორმოციათასი) ტონამდე წყალწყვის მქონე ტანკერების დაყენება. ტანკერს დგომის დროს მუდმივად უნდა გააჩნდეს ბორტზე მისი ოფიციალური საზაფხულო დედვეიტის არანაკლებ 30 %-ის ეკვივალენტი სეგრეგირებული ბალასტი ან ტვირთი. ტანკერის ნავსადგურში შემოსვლისა და უნავმისადგომო ჩამოსახმელთან მიყენების ოპერაციების დროს მამოძრავებელი ხრახნი (პროპელერი) მთლიანად უნდა იყოს წყლით დაფარული, რათა საზღვაო უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე ხრახნის მუშაობა იძლეოდეს სრულფასოვან და სასურველ ეფექტს ტანკერის მანევრირების დროს.

2. უნავმისადგომო ჩამოსასხმელზე ტანკერის დაყენება ხორციელდება კარგი ხედვისა და არაუმეტეს 4 (ოთხი)-ბალიანი ქარის (6-7 მ/წმ სიჩქარის) და საშუალოდ 3 ( სამი ) ბალამდე ზღვის ღელვის (0,5 - 0,7 მ ტალღის სიმაღლის) პირობებში.

3. ტანკერის მიბმა და დაფიქსირება ყოველთვის ხორციელდება შემდეგი სქემით: „გემის ქიმით ღია ზღვისკენ“, მარცხენა ღუზის ჩაშვებით ღუზა-ჯაჭვზე 8-9 ხემით, გემის ქიმით 1 (ერთ) კასრზე და კიჩოთი 3 (სამ) კასრზე. თითოეულ კასრზე მიწოდებული და დამაგრებული უნდა იყოს 3 (სამი) მისაბმელი ბაგირი. ტანკერის მისაბმელი ბაგირები უნდა იყოს დამზადებული მხოლოდ სინთეტიკური მასალისაგან.

4. თუ ქარის სიჩქარე 8 მ/წმ-ს და ზღვის ღელვა 0,8 მ-ს აღემატება და პროგნოზით მოსალოდნელია ამინდის უფრო გაუარესება, ამ შემთხვევაში სატვირთო ოპერაციები დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს და:

ა) სატვირთო დრეკადი მილები გადაიხსნას და სათანადოდ დახუფულ მდგომარეობაში ჩაშვებულ იქნეს ზღვის ფსკერზე (საწყის მდგომარეობაში);

ბ) გაფრთხილებულ იქნეს გემის კაპიტანი, მზადყოფნაში მოიყვანოს გემის მთავარი ძრავა და დამხმარე მექანიზმები, რათა საჭიროების შემთხვევაში ლოცმანის დახმარებით გემმა დაუყოვნებლივ დატოვოს უნავმისადგომო ჩამოსასხმელი.

5. თუ ქარის სიჩქარე 11 (თერთმეტი) მ/წმ-ს და ტალღის სიმაღლე აღემატება 0,9 მეტრს, ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მზადყოფნაში მყოფმა გემმა, გემის კაპიტნის ხელმძღვანელობითა და ლოცმანის რეკომენდაციებით, დაუყონებლივ უნდა დატოვოს უნავმისადგომო ჩამოსასხმელი და გავიდეს ღია ზღვაში ამინდის გაუმჯობესებამდე.

6. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურიდან ოფიციალური პროგნოზის მიღებიდან მომდევნო 12 საათის შემდეგ მოსალოდნელია არსებული ამინდის მდგომარეობის გაუარესება, რომელიც გაუსწორდება და/ან გადააჭარბებს ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემულ ლიმიტის ზღვარს, მაშინ საერთო უსაფრთხოებიდან გამომდინარე ტანკერის უნავმისადგომო ჩამოსასხმელთან დაყენება არ ხორციელდება ამინდის მდგომარეობის სრულ გაუმჯობესებამდე.

7. ტანკერი უნდა დადგეს და დაფიქსირდეს ისე, რომ მისი დიამეტრალური სიბრტყის ხაზი უნდა განთავსდეს მკაცრად უნავმისადგომო ჩამოსასხმელის საგდულის (166,30-346,30) ღერძულ ხაზზე და გემის კიჩოდან ნავთობტერმინალის მოლის კედლამდე 170 (ას სამოცდათი) მეტრის დაშორებით.

8. ხელსაყრელი ამინდის დროს ტანკერის უნავმისადგომო ჩამოსასხმელთან დაყენება/დგომა/გამოყვანა შეიძლება განხორციელდეს 24 საათის განმავლობაში. დღე-ღამის ბნელ მონაკვეთში უნავმისადგომო ჩამოსასხმელთან შემოყვანისა და დაფიქსირების ოპერაციების ჩატარება დასაშვებია იმ შემთხვევში, თუ მე-7 პუნქტში ხსენებული საგდულის ხაზის ორთავე ნიშნის შუქი (ლურჯი ფერის მუდმივი ნათება) იქნება სათანადოდ გამართულ და კარგად ამოსაცნობ მდგომარეობაში.

9. ტანკერის, უნავმისადგომო ჩამოსასხმელთან დღე-ღამის ბნელ მონაკვეთში შემოყვანის, სათანადოდ დაფიქსირების და/ან ნავსადგურიდან გაყვანის ოპერაციების ჩატარება შესაძლებელია იმ შემთხვევში თუ, ამ ოპერაციაში მონაწილე ყველა სანავიგაციო ნიშნების, ტივტივების, საგდულებისა და კვეთების აღმნიშვნელი სამუშაო შუქები (საშტატო სექტორული თუ წრიული ნათება) არის სათანადოდ გამართულ მდგომარეობაში და კარგად ხილვადი ყოველგვარი გადაფარვისა და შეფერხებების გარეშე.

მუხლი 951. აირმზიდი ტანკერების სპეციალიზებული ნავმისადგომი №2

1. თხევადი აირის დასატვირთი ნავმისადგომი №2 მდებარეობს ბათუმის შიდა ნავსადგურის აკვატორიაში, ნავთობტერმინალის მოლის შუა ნაწილში, რომელთანაც ხორციელდება მაქსიმუმ 119 ( ას ცხრამეტი) მეტრამდე სიგრძის მქონე აირმზიდი ტანკერის დაყენება და დატვირთვა ნავთობის თხევადი აირით (Liquid Petroleum Gas).

2. №2 ნავმისადგომთან მიიღება აირმზიდი ტანკერის მაქსიმალურად დასაშვები განზომილებებით: სიგრძე 119 მ, სიგანე 18,8 მ, წყალშიგი მაქსიმალური ტვირთით - 7,0 მ.

3. აირმზიდი ტანკერის უსაფრთხოება მისი ნავმისადგომთან დგომის დროს მნიშვნელოვნად დამოკიდებულია გარემოს ჰიდრომეტეოროლოგიურ და ფიზიკურ ზემოქმედებაზე, არასაშტატო სიტუაციების წარმოქმნაზე, ნავსადგურის შეზღუდულ აკვატორიაზე, ნავთობტერმინალის მეზობელ ნავმისადგომებზე, ტერმინალის აირჩამომმსხმელ ტექნოლოგიურ და ტექნიკურ სისტემებზე და სხვა. აირმზიდი ტანკერის ნავსადგურში შემოსვლისას, მკაცრად უნდა იყოს დაცული უსაფრთხოების ყველა დადგენილი ნორმები თავად ტანკერის, ყველა სამსახურისა და ტერმინალის მიერ.

4. აირმზიდ ტანკერს, ნავმისადგომთან მისაბმელი ოპერაციების წარმოების დროს და ნავმისადგომთან მისი დგომის პერიოდში, მუდმივად უნდა გააჩნდეს ბორტზე ტანკერის ოფიციალური საზაფხულო დედვეიტის არანაკლებ 30% -ის ეკვივალენტი სეგრეგირებული ბალასტი ან ტვირთი.

5. აირმზიდი ტანკერის №2 ნავმისადგომთან მიყენება/გაყვანის ოპერაცია საერთო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს სათანადო განზომილების მქონე ორი ბუქსირით თითოეული არანაკლები 1800 ც/ძ სიმძლავრისა.

6.აირმზიდის №2 ნავმისადგომთან მიყენება უნდა მოხდეს მარჯვენა ბორტით, ქიმით ნავსადგურიდან გასასვლელისკენ და მარცხენა ღუზის გამოყენების გარეშე (ღუზა დასაშვებია მხოლოდ ტანკერის შემოყვანის მომენტში წარმოქმნილი ავარიული სიტუაციის თავიდან აცილების მიზნით) იმისთვის, რომ გაუთვალისწინებელი ან ავარიული სიტუაციის წარმოქმნის შემთხვევაში, აირმზიდი ტანკერი ბუქსირების დახმარებით შეფერხების გარეშე სწრაფად იყოს გამოყვანილი ნავმისადგომიდან და გაყვანილი ღია ზღვაში.

7. №2 ნავმისადგომთან მდგომი აირმზიდსა და №1 ნავმისადგომთან მდგომ ნავთობმზიდ ტანკერს შორის მანძილი უნდა იყოს არანაკლებ 25 (ოცდახუთი) მეტრი.

8. აირმზიდი ტანკერის შემოსვლისა და №2 ნავმისადგომთან მიყენების პერიოდში ნავთობტერმინალის №3 ნავმისადგომი თავისუფალი უნდა იყოს სხვა გემებისაგან, მიუხედავათ მათი ტიპისა და დანიშნულებისა.

9. აირმზიდი ტანკერის ნავსადგურში შესვლისა და ნავსადგურიდან გასვლის წინ, საერთო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ნავსადგურის კაპიტნის სამსახურის მორიგე ოფიცერმა VHF -16 არხზე უნდა გააკეთოს სპეციალური გამაფრთხილებელი გამოცხადება - „ნავსადგურში შემოდის/გადის აირმზიდი ტანკერი, ყველა მცურავმა საშუალებამ გზა დაუთმოს მას და არ შეუქმნას შეფერხება მის თავისუფალ გადაადგილებას“. გარშემო მყოფი მცურავი ერთეულებისაგან (რეიდზე , ღუზაზე და ნავსადგურის აკვატორიაზე) ნავსადგურის მორიგე ოფიცერმა უნდა მიიღოს რადიო დასტური და გააკეთოს ჩანაწერი მორიგე ოფიცრის სავახტო ჟურნალში.

10. აირმზიდს, ნავსადგურში შესვლისას, გასვლისას და/ან ღუზაზე დადგომის დროს ეძლევა მოძრაობის უპირატესობა ყველა ტიპისა და დანიშნულების მქონე მცურავი ერთეულის მიმართ და არც ერთ მცურავ ერთეულს არ აქვს უფლება აირმზიდი ტანკერის მოძრაობის დროს გზა გადაუჭრას მას და/ან შეაფერხოს აირმზიდი ტანკერის თავისუფალი მოძრაობა ნავსადგურის აკვატორიისა და გარე რეიდის ფარგლებში.

11. აირმზიდი ტანკერის მთავარი ძრავი და დამხმარე მექანიზმები, მისი სპეციფიკიდან და დანიშნულებიდან (ადვილად აალებადი და ფეთქებადი ობიექტი) გამომდინარე, ნავსადგურში დგომის პერიოდში საერთო უსაფრთხოების თვალსაზრისით უნდა იყოს მუდმივ მზადყოფნაში, რათა შესაძლებელი იყოს მისი ნებისმიერ დროს გამოყენება.

12. აირმზიდი ტანკერის ეკიპაჟის 2/3 მუდმივად უნდა იმყოფებოდეს გემის ბორტზე.

13. ნავსადგურში დგომის დროს აირმზიდი ტანკერი სავალდებულოა უზრუნველყოფილი იყოს ყველა სახმელეთო სამაშველო და სახანძრო სამსახურების საკონტაქტო მონაცემებით. აღნიშნული მონაცემები გემის ნავმისადგომთან დაყენებისთანავე ოფიციალურად უნდა გადაეცეს გემის კაპიტანს, საზღვაო მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელის მიერ.

14. ნავსადგურში მდგომი აირმზიდი ტანკერის კაპიტანი, გემზე არასაშტატო და/ან ავარიული სიტუაციების წარმოშობის შემთხვევაში ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს ამის შესახებ ტერმინალის მორიგე მტვირთავს (Loadi№g Master), ნავსადგურის დისპეტჩერს, ნავსადგურის კაპიტნის სამსახურს და მორიგე ბუქსირის კაპიტანს. იმ შემთხვევაში, თუ არსებული სიტუაცია ამას მოითხოვს, შეტყობინება უნდა გაეგზავნოს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს.

15. აირმზიდი ტანკერის მოძრაობის სიჩქარე ან ინერცია ნავსადგურის შიდა აკვატორიაზე ბორტთან „ბიტინგებზე“ დამაგრებული ბუქსირებით არ უნდა აღემატებოდეს 1,5 (ერთნახევარი) კვანძს.

16. აირმზიდი ტანკერის კორპუსის ცილინდრული ნაწილის გვერდული გადაადგილების სიჩქარე ნავმისადგომის რეზინის ამრიდებთან შეხების მომენტში არ უნდა აღემატებოდეს 0,14 მ/წ.

17. აირმზიდი ტანკერის ნავმისადგომთან მიყენების შემდეგ, სატვირთო ოპერაციების დაწყებამდე, ნავთობტერმინალის მორიგე მტვირთავსა (Loadi№g Master) და აირმზიდი ტანკერის კაპიტანს შორის უნდა შედგეს სათანადო ფორმის ერთობლივი შემოწმებისა და მოქმედების აქტი „გემი - ნაპირის“ უსაფრთხო სატვირთო ოპერაციების და სხვა აუცილებელი პროცედურების ჩატარებისა და შესრულების შესახებ. ერთი ეგზემპლარი ამ აქტისა სატვირთო ოპერაციების დაწყებამდე გემის მომსახურე აგენტის მიერ უნდა იყოს წარმოდგენილი ნავსადგურის კაპიტნის სამსახურში.

18. ნავსადგურში აირმზიდი ტანკერის დგომის პერიოდში 150 (ას ორმოცდაათი) მეტრზე მეტი სიგრძის გემის შემოსვლა დაუშვებელია იმ შემთხვევებში, თუ შემოსული გემის ნავსადგურის შიდა აკვატორიაზე დატრიალებისას მისი (შემოსული გემის) და/ან შემოსული გემის დამტრიალებელი ბუქსირის ქიმსა და აირმზიდის ტანკერის კორპუსს შორის რჩება 25 (ოცდახუთი) მეტრზე ნაკლები მანძილი.

19. აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციები წყდება :

ა) ნებისმიერი გემის ნავსადგურის შიდა აკვატორიაში შემოსვლის ან გასვლის პერიოდში;

ბ) მკვრივი ნისლის დროს ( მხედველობა 100 მ და ნაკლები);

გ) ძლიერი წვიმის, ჭექა-ქუხილისა და ელვის შემთხვევაში;

დ) თუ ქარის სიჩქარე აღემატება - 17 მ/წ. და ზღვის ღელვა ( ნავსადგურში) - 0,5 მ.

20. „ტიაგუნის“ მოქმედების შემთხვევაში, თუ აირმზიდი ტანკერის უსაფრთხო სატვირთო ოპერაციების უზრუნველყოფა შეუძლებელია, სატვირთო ოპერაციები წყდება, ტვირთის მიმწოდებელი მილი იხსნება და გემი ყოველგვარი შეფერხებების გარეშე უნდა გავიდეს ნავსადგურიდან. ასეთ შემთხვევაში, თუ არსებული სიტუაცია იძლევა საშუალებას, აირმზიდს, სხვა გემებთან შედარებით უპირატესობა ენიჭება ნავსადგურიდან გასვლაში.

21. აირმზიდზე ხანძრის კერის აღმოჩენის შემთხვევაში, სხვა საკომუნიკაციო აღჭურვილობის გამოყენების გარდა, გემს შეუძლია ავარიული შეტყობინება განახორციელოს გემის მთავარი საყვირის საშუალებით - „მოკლე წყვეტილი სიგნალების მიცემა მთავარი საყვირით 30 წამის განმავლობაში“.

მუხლი 952. მრავალმიზნობრივი დანიშნულების ტერმინალი №4/5

1. ნავსადგურში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისიდან გამომდინარე, ნავსადგურის მრავალმიზნობრივი დანიშნულების ტერმინალის №4/5 ნავმისადგომთან დასაყენებელი გემის განზომილებებთან დაკავშირებული შეზღუდვების გათვალისწინებით დასაშვებია 163 (ას სამოცდასამი) მეტრამდე სიგრძის მქონე ნებისმიერი ტიპის (გარდა ნავთობ/აირ მზიდი ტანკერებისა) მცურავი საშუალების დაყენება, მე-2, მე-3 და მე-6 ნავმისადგომებთან დაკავშირებით ყოველგვარი შეზღუდვებისა და დამატებითი პროცედურების ჩატარების გარეშე.

2. ნავსადგურში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისიდან გამომდინარე, ნავსადგურის მრავალმიზნობრივი დანიშნულების ტერმინალის №4/5 ნავმისადგომთან გემის განზომილებებთან დაკავშირებული შეზღუდვების გათვალისწინებით 164 (ას სამოცდაოთხი) მეტრიდან - 183 (ას ოთხმოცდასამი) მეტრემდე სიგრძის მქონე მცურავი საშუალების დაყენება დასაშვებია ნავსადგურის კაპიტანთან შეთანხმების შემდეგ. 

3. ნავსადგურში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისიდან გამომდინარე, ნავსადგურის მრავალმიზნობრივი დანიშნულების ტერმინალის №4/5 ნავმისადგომთან გემის განზომილებებთან დაკავშირებული შეზღუდვების გათვალისწინებით 184 მეტრიდან - 198 მეტრამდე სიგრძის მქონე მცურავი საშუალების შემოსვლისა და გასვლის დროს, ნავსადგურის №3 და №6 ნავმისადგომები თავისუფალი უნდა იყოს ნებისმიერი ტიპისა და დანიშნულების მცურავი საშუალებისაგან. გამონაკლის შემთხვევაში, ნავსადგურში არსებული პირობებისა და სიტუაციის გათვალისწინებით (დაკავებული ნავმისადგომების რაოდენობა, ნავმისადგომებთან მდგომი გემების განზომილებები, მათი ტიპი და სატვირთო ოპერაციების სპეციფიკა, არსებული და მოსალოდნელი ამინდის მდგომარეობა) ნავსადგურის კაპიტანმა შესაძლოა გასცეს თანხმობა №3 და №6 ნავმისადგომებთან დასაშვები განზომილებების მქონე გემების დაყენების შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ მათი სატვირთო ოპერაციების ხანგრძლივობა არ შეაფერხებს მე 4/5 ნავმისადგომთან მდგომი გემის დროულად გამოსვლას, უსაფრთხო მანევრირებას და ნავსადგურიდან გასვლას.

4. ნავსადგურის მრავალმიზნობრივი დანიშნულების ტერმინალის №4/5 ნავმისადგომთან გემის განზომილებებთან დაკავშირებული შეზღუდვების გათვალისწინებით დასაშვებია 199 (ასოთხმოცდაცხრამეტი) მეტრზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 210 (ორასათი ) მეტრი, სიგრძის მქონე ნებისმიერი ტიპის და დანიშნულების მქონე მცურავი საშუალების დაყენება (გარდა ნავთობ /აირ მზიდისა). მცურავი საშუალების ეპიზოდური და/ან დაუგეგმავი შემოსვლის, დგომისა და გასვლის დროს ნავსადგურის №2, №3 და №6 ნავმისადგომები თავისუფალი უნდა იყოს ნებისმიერი ტიპისა და დანიშნულების მცურავი საშუალებებისგან. ასეთი განზომილებების მქონე გემის ნავსადგურის №4/5 ნავმისადგომზე უსაფრთხოდ შესვლისა და დგომის საკითხი განხილული უნდა იქნეს ნავსადგურის კაპიტანსა და სხვა დაინტერესებულ უწყებებს შორის. საერთო უსაფრთხოებიდან გამომდინარე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ბათუმის ნავსადგურის კაპიტანი.

5. იმ შემთხვევაში, როდესაც №10 და №11 ნავმისადგომები დაკავებულია სამხედრო ან/და საკრუიზო გემებით და ნავსადგურში ხდება წინასწარ დაგეგმილი ნებისმიერი ტიპის და დანიშნულების ( გარდა ნავთობ/აირ მზიდი ტანკერის) გემის გეგმური შემოსვლა, ასეთ შემთხვევაში ნავსადგურის ხელმძღვანელობას ნავსადგურის კაპიტანთან შეთანხმებით, ნაოსნობის უსაფრთხოების ნორმების დაცვით და გემის განზომილებების გათვალისწინებით, შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, ასეთი გემის დაყენებისათვის გამოიყოს №4/5 ნავმისადგომი. ასეთი გადაწყვეტილება შესაძლებელია მიღებულ იქნეს იმ შეთხვევაში, თუ ნავსადგურის ხელმძღვანელობისა და სხვა სათანადო სამსახურების მიერ მე-2, მე-3 და მე-6 ნავმისადგომები საერთო უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე დროებით იქნება გათავისუფლებული იქ მდგომი მცურავი საშუალებებისაგან და ამასთანავე არსებობს გემის კაპიტნის პირადი თანხმობა ამგვარი გადაწყვეტილების შესრულების თაობაზე.

6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებში აღნიშნული გემის №4/5 ნავმისადგომთან მისვლის, დგომის და გასვლის პერიოდში ნავსადგურის №2, №3 და №6 ნავმისადგომები თავისუფალი უნდა იყოს ყველა ტიპისა და დანიშნულების მცურავი საშუალებებისაგან ამ გემის ნავსადგურში ყოფნის მთლიანი პერიოდის განმავლობში.

მუხლი 96 . ბუქსირით მომსახურების პირობები ბათუმის ნავსადგურში

1. ბათუმის ნავსადაგურში საბუქსირე ოპერაცია ხორციელდება ამ „წესების“ დანართი №3-ის შესაბამისად.

2. უნავმისადგომო ჩამოსასხმელზე დიდტონაჟიანი ტანკერების დაყენების, გადაყენების და გაყვანის ოპერაციებში, ნავსადგურისა და გარემოს დაცვის უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, სავალდებულოა 4 (ოთხი) ბუქსირი საერთო ჯამური სიმძლავრით არანაკლებ 10000 ც.ძ.-ით.

3. გემის მომსახურებისთვის ნომინირებული აგენტი გემის ბათუმის რეიდზე მოსვლამდე არა უგვიანეს 24 (ოცდაოთხი) საათით ადრე ატყობინებს გემის კაპიტანს ამ წესებით დადგენილი სავალდებულო ბუქსირთა რაოდენობის შესახებ.

4. იმ შემთხვევებში, როდესაც ქარის სიჩქარე გადააჭარბებს 11 მ/წმ-ს, უნავმისადგომო ჩამოსასხმელზე მდგომი ტანკერის უსართხოების უზრუნვესაყოფად დაუყოვნებლივ გამოიყენება 3 ( სამი) ბუქსირი საერთო ჯამური სიმძლავრით არანაკლებ 9000 ც.ძ. ტანკერი უმოკლეს დროში უნდა გამზადდეს ზღვაში გასასვლელად და 4 (ოთხი) ბუქსირისა და ლოცმანის დახმარებით უნდა დატოვოს უნავმისადგომო ჩამოსასხმელი.

5. იმ შემთხვევაში, როდესაც ნავმისადგომთან მდგომი გემის კაპიტანი მისი ნომინირებული აგენტის საშუალებით თხოვნით მიმართავს ნავსადგურის კაპიტანს გემის მთავარი ძრავის ან რომელიმე დამხმარე მოწყობილობის (რომლის გამო გემს არ შეეძლება თავისით გადაადგილება) რემონტის ჩატარების აუცილებლობის შესახებ, ნავსადგურის კაპიტანი, ყველა საჭირო უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით და გრძელვადიანი პროგნოზის გაანალიზების შემდეგ, შეძლებისდაგვარად აძლევს რემონტის ჩატარების უფლებას, მაგრამ არა უმეტეს 8 (რვა) საათის ხანგრძლივობით. ამ შემთხვევში ერთი მუდმივად მზადყოფნაში მყოფი ბუქსირი მორიგეობს გემის ბორტთან დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების სრულად დამთავრებამდე. მთავარი ძრავის მომენტალური შემოწმების (ერთი მოკლე რევერსი) შემდეგ, როდესაც გემის ადმინისტრაცია დარწმუნდება გემისა და მისი მთავარი ძრავის სრულად გამართულობაში, გემის კაპიტანმა ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ნავსადგურის კაპიტანს და მორიგე ბუქსირი, გემის ადმინისტრაციის თანხმობით, თავისუფლდება მასზე დაკისრებული ვალდებულებისგან და ბრუნდება მის საშტატო სადგომთან ნავსადგურის ტერიტორიაზე.

6. საბუქსირე ოპერაცია ბათუმის ნავსადგურში შემომავალი გემისთვის იწყება „ბურუნტაბიას“ კონცხის ტრავერზიდან და მთავრდება დანიშნულ ნავმისადგომთან გემის სრული დაფიქსირების და მიბმის დამთავრებისთანავე. გემის მომსახურე ბუქსირებიდან, როგორც წესი „ბურუნტაბიას“ კონცხის ტრავერზიდან 2 (ორი) ბუქსირი დაუყოვნებლივ უნდა იყოს დამაგრებული გემთან „ბიტინგებით“ იმისათვის, რომ შესაძლებელი ავარიული სიტუაციის წარმოქნისას მყისიერად მოახდინოს რეაგირება და დახმარება გემის მოძრაობის ინერციის ჩახშობაში, რათა თავიდან იყოს აცილებული ნავმისადგომის კონსტრუქციისა და თავად გემის დაშავება. საბუქსირე ოპერაციის დამთავრებას განსაზღვრავს ლოცმანი.

7. საბუქსირე ოპერაცია ნავსადგურიდან გამავალი გემისათვის იწყება საბუქსირე ბაწრების სრულად დამაგრებისა და მათი საიმედობის ვიზუალური შემოწმების შემდეგ და გრძელდება გემის ნავსადგურიდან სრულ გასვლამდე.

8. ბათუმის ნავსადგურის აკვატორიაში და ნავსადგურის გარეთ მიმდებარე ტერიტორიაზე ცუდად მოძრავი ან არათვითმოძრავი მცურავი ერთეულები გადადგილდებიან სათანადო სიმძლავრის მქონე ბუქსირის საშუალებით მოცემული ოპერაციის დამთავრებამდე.

9. იმ შემთხვევაში, როდესაც ნავსადგურის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით აუცილებელია ნავმისადგომთან მდგომი გემის სწორხაზოვანი მიმართულებით წინ ან უკან გადაწევა იგივე ნავმისადგომზე, ასეთი სახის ოპერაციაზე უნდა გაიცეს ნავსადგურის კაპიტნის ნებართვა. გამომდინარე გემის ზომებიდან, ამინდის მდგომარეობიდან და გადასაწევი მანძილის სიდიდიდან, საჭიროების შემთხვევაში ოპერაციის უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით ნავსადგურის კაპიტანს უფლება აქვს ნავსადგურის ხარჯზე მოითხოვოს ერთი ბუქსირის, ორი ბუქსირის ან ლოცმანისა და ბუქსირების გამოყენება. იმ შემთხვევაში, თუ გემის გადანაცვლება ხდება ერთი ნავმისადგომიდან სხვა ნავმისადგომზე, მაშინ ასეთი ოპერაცია უნდა განხორციელდეს ლოცმანისა და სათანადო სიმძლავრის ბუქსირების დახმარებით.

10. ბათუმის ნავსადგურის სპეციფიკიდან გამომდინარე გემების ნავმისადგომებთან სათანადოდ და საიმედოდ დამაგრების უზრუნველსაყოფად, ყოველი გემის კაპიტანი ვალდებულია წელიწადის ნებისმიერ დროს ბათუმის ნავსადგურის ნავმისადგომებთან უზრუნველყოს გემის დამაგრება, მხოლოდ სინთეტიკური ბაგირების (საბელის) საშუალებით, გემის განზომილებიდან გამომდინარე, სათანადო რაოდენობისა და პოზიციის ( დანიშნულების ) გათვალისწინებით.

11. ბათუმის ნავსადგურში გემის მისაბმელი ბაგირების აუცილებელი რაოდენობა მოცემულია დანართი №15-ში.

18. წესის 98-მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ნავსადგურის შესასვლელ არხს – შედგება ორი მუხლისგან: პირველი მუხლის სიგანეა 100 (ასი) მეტრი, სიღრმე – 10,5 მეტრი, ღერძის მიმართულება – 3060 – 1260, სიგრძე – 5 (ხუთი) კბტ (926 მეტრი), ხოლო მეორე მუხლის სიგანეა – 50-60 მეტრი, სიღრმე – 10,5 მეტრი, ღერძის მიმართულება – 3370-1570 სიგრძე – 3,5 კტბ (სამ ნახევარი) (648 მეტრი);

19. წესების 99-მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

21. ფოთის ნავსადგურში გემის რეიდზე დგომის პერიოდში ნაყარი ტვირთისთვის დასაშვებია ტვირთის მოხსნის ოპერაციები, რისთვისაც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ბარჟა ან ნებისმიერი მცურავი საშუალება. ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახური ადგენს რეიდზე დგომის ადგილს, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს ტვირთის მოხსნის ოპერაციები. ბარჟის გამოყენება დასაშვებია 2 ბალამდე (ტალღის სიმაღლე 0.75 მ.) ზღვის ღელვის პირობებში. თუ გამოყენებული იქნება სხვა მცურავი საშუალებები (მცირე ზომის გემები), ზემოაღნიშნული ოპერაციების განხორციელება შესაძლებელია ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურისა და გემის კაპიტნის შეთანხმების საფუძველზე.“.

20. წესის 119-მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ყულევის ნავსადგურში გემის შესვლა/გასვლა ხორციელდება სანავსადგურო ბუქსირების დახმარებით, არა უმეტეს ერთი გემისა არხზე, სავალდებულო სალოცმანო გაცილებით (გარდა ამ „წესების“ მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) და „გემების მოძრაობის მონიტორინგისა და საინფორმაციო სისტემის“ კონტროლით.

21. წესის 122-მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. „საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში გემების მოძრაობის გამყოფი სქემების, საზღვაო დერეფნებისა და სპეციალური საზღვაო რაიონების დადგენის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №57 დადგენილებით განსაზღვრულია ნაოსნობისთვის დახურული საქართველოს ტერიტორიული ზღვის ჩრდილოეთი ნაწილის, რაიონი №34-ის კოორდინატები.“

22. წესის დანართი №1, №7, №8 და №9 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

დანართი №1

გემის შესვლა/გასვლისთვის წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა

დოკუმენტის დასახელება

სულ

ვის წარედგინება

სასაზ. პოლ.

შემოსავლების სამსახური

ნავ.სახ. კონტ.სამს.

გემის აგენტ.

 

1

2

 

3

4

5

6

1.

გემის ნავსადგურში შესვლა

ა)

გემის საკონვენციო სერტიფიკატები/მოწმობები

 

 

 

X

 

ბ)

გემის საკლასიფიკაციო სერტიფიკატები

 

 

 

X

 

გ)

გემის ეკიპაჟის მოწმობები/დიპლომები

 

 

 

X

 

დ)

გენერალური დეკლარაცია (IMOFAL 1)

 

1

2

1

4

ე)

დეკლარაცია ტვირთის შესახებ (IMOFAL 2)

 

 

1

1

3

ვ)

დეკლარაცია გემის მარაგის შესახებ (IMOFAL 3)

 

 

1

 

 

ზ)

დეკლარაცია ეკიპაჟის პირადი ნივთების შესახებ (IMOFAL 4)

 

1

2

 

 

თ)

ეკიპაჟის განრიგი (IMOFAL 5)

 

1

2

1

4

ი)

მგზავრთა სია (IMOFAL 6)

 

1

2

1

4

კ)

საზღვაო სანიტარიული დეკლარაცია

 

 

 

 

 

ლ)

დეკლარაცია სახიფათო ტვირთების შესახებ

 

 

1

1

 

მ)

ამოღებულია

 

 

 

 

 

ნ)

კაპიტნის განცხადება ნავსადგურში შესვლის შესახებ

 

 

 

1 სრულად შევსებული

 

2.

გემის ნავსადგურიდან გასვლისას:

ა)

გენერალური დეკლარაცია (IMOFAL 1)

 

1

2

1

4

ბ)

დეკლარაცია ტვირთის შესახებ (IMOFAL 2)

 

 

1

1

3

გ)

დეკლარაცია გემის მარაგის შესახებ (IMOFAL 3)

 

 

1

1

 

დ)

ეკიპაჟის განრიგი (IMOFAL 5)

 

1

 

1

 

ე)

მგზავრთა სია (IMOFAL 6)

 

1

 

1

 

ვ)

კაპიტნის განცხადება ნავსადგურიდან გასვლის შესახებ

 

 

 

1

 

ზ)

სატვირთო დოკუმენტებზე დასმული შემოსავლების სამსახურის შტამპი „გაშვება ნებადართულია“

 

 

1

 

 

თ)

სატვირთო გეგმა და მდგრადობის გაანგარიშების საბუთი

 

 

 

X

 

ი)

 გემის ეკიპაჟის იმ წევრთა დიპლომები. რომლებიც შეიცვალენ გემის ზღვაში გასვლის წინ

 

 

 

X

 

 კ)

ამოღებულია

 

 

 

 

 

ლ)

ცნობა ყოველგვარი ნარჩენების ჩაბარების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

 

 

 

X

 

 მ)

 

 ამოღებულია

 

 

 

 

 

1. ცხრილში მოცემული ციფრები ნიშნავს წარსადგენი დოკუმენტების ეგზემპლარის ასლების რაოდენობას.

2. X – საბუთი მიეწოდება მხოლოდ ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს.

 

 

დანართი № 7

ბათუმის ნავსადგურის ნავმისადგომების საპასპორტო სიგრძე

 

ნავმისადგომები №

ნავმისადგომის საპასპორტო სიგრძე

1

200 მ

2

140 მ

3

165 მ

4/5

284.15 მ

6

183.30 მ

7

263.30 მ

8

180 მ

9

204.50 მ

10

225.70 მ

11

188.48 მ

საკაბოტაჟო

ნავსადგური

მიმდინარეობს რეკონსტრუქცია

უნავმისადგომო

ჩამოსასხმელი

250 მ

 

 დანართი №8

 

ბათუმის ნავსადგურში ზომამცირე გემების ღუზაზე დგომის

რაიონი (შიდა რეიდი)

φ 41˚ 39.27΄№ λ 041˚ 39.23΄E

φ 41˚ 39.48΄№ λ 041˚ 39.23΄E

φ 41˚ 39.27΄№ λ 041˚ 39.62΄E

φ 41˚ 39.48΄№ λ 041˚ 39.62΄E

 

დანართი №9

 

ბათუმის რეიდზე ღუზაზე დგომის წერტილთა კოორდინატები

 

ბათუმის საღუზე წერტილების განთავსების კოორდინატები

(კოორდინატები მოცემულია WGS-84 სისტემაში)

საღუზე წერტილის №

ადგილმდებარეობა საერთაშორისო საკოორდინატო სისტემით

1.

φ= 410 40,38' №. λ = 410 39,15' E.

 

2.

φ= 410 40,40' №. λ = 410 40,30' E.

3.

φ= 410 40,65' №. λ = 410 39,72' E.

4.

φ= 410 40,90' №. λ = 410 40,28' E.

5.

φ= 410 41,13' №. λ = 410 39,70' E.

6.

φ= 410 41,15' №. λ = 410 40,85' E.

7.

φ= 410 41,40' №. λ = 410 40,28' E.

8.

φ= 410 41,67' №. λ = 410 40,83' E.

9.

φ= 410 41,90' №. λ = 410 40,25' E.

10.

φ= 410 42,15' №. λ = 410 40,82' E.

11.

φ= 410 42,61' №. λ = 410 41,12' E.

12.

φ= 410 43,05' №. λ = 410 41,47' E.

 

23. წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №15 და №16.

დანართი №15

გემის მისაბმელი ბაგირების აუცილებელი რაოდენობა ბათუმის ნავსადგურში

 

გემის მაქსიმალური სიგრძე

საბელების რაოდენობა/პოზიცია გემის ქიმიდან და კიჩოდან

100 მეტრამდე

2- გრძივი / 2- შპრინგი / 0- მიმწოლი

101 - 150 მეტრი

3- გრძივი / 2- შპრინგი / 0- მიმწოლი

151- 185 მეტრი

4- გრძივი /2- შპრინგი / 0 - მიმწოლი

186- 225 მეტრი

4- გრძივი / 3- შპრინგი / 1 - მიმწოლი

უნავმისადგომო ჩამოსახმელი 250 მ

გემის ქიმიდან მარცხენა ღუზა 8-9 ხემი და №1 ან №2 მცურავ კასრზე 3-გრძივი /გემის კიჩოდან №3, №4 და №5 მცურავ კასრზე 3- გრძივი თითოეულ კასრზე

 

ბორანი 185 -191 მეტრი

ქიმიდან 4 - გრძივი / 2- შპრინგი, კიჩოდან 3-გრძივი /2- შპრინგი

 

შენიშვნა: აღნიშნული ბაგირების (საბელების) რაოდენობისა და პოზიციის შესრულებაზე პასუხისმგებლობა და კონტროლი ეკისრებათ ბათუმის ნავსადგურის კაპიტნის სამსახურის მორიგე ოფიცერსა და სალოცმანო სამსახურს.

თუ გემის მისაბმელი ბაგირების დამტკიცებულ სქემაზე გემის კაპიტანს წარმოექმნება სხვა შეხედულება, ის ვალდებულია შეასრულოს ნავსადგურის კაპიტნის მითითება და ლოცმანის რეკომენდაცია ბაგირების რაოდენობისა და დანიშნულების შესახებ. ნავმისადგომთან გემის სათანადოდ მიბმისა და დამაგრების შემდეგ გემის კაპიტანს შეუძლია მისი მოსაზრებებისა და შეხედულებების შესახებ წერილობით მიმართოს ნავსადგურის კაპიტანს.

გემის მისაბმელი ბაგირების შესაძლო ცვლილების შესახებ, ყველა კერძო შემთხვევა წინასწარ უნდა იყოს განხილული ნავსადგურის კაპიტანთან.

 

დანართი №16

ბათუმის ნავსადგურის შიდა აკვატორიაზე „ტიაგუნის“ ფენომენის მოქმედების ბუნება

დასავლეთისა და ჩრდილოეთის მეოთხედებიდან ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოქმედი ძლიერი ქარების შედეგად წარმოიქმნება ტალღის მასები, რომლებიც ნავსადგურის ღია ნაწილიდან აღწევენ შიდა ნავსდგურის აკვატორიაზე და ნავმისდგომების №8 და №9 „კედელზე“ ახდენენ არეკვლას, არეკვლილი წყლის მასა (ტალღა) მიემართება №1 ნავმისადგომისაკენ, საიდანაც უკან ირეკვლება და ხვდება ახლად წარმოქმნილ სამხრეთის ნავმისადგომებიდან არეკვლილ ტალღას, რის შედეგადაც ხდება მათი ზედდება („პერფორაცია“) და ნავსადგურის აკვატორიაში ნავმისადგომების გასწვრივ, იწყება წყლის მასების ურთიერთსაპირისპირო მიმართულების ინტენსიური ჰორიზონტალურ/ვერტიკალური გადადგილება - „ტიაგუნი“, რაც დიდ საფრთხეს უქმნის ნავმისადგომებთან მდგომ გემებს, ნავმისადგომების დამცავ კონსტრუქციებსა და აღჭურვილობას. ნავსადგურში მდგომი გემების კაპიტნები ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა იყვნენ ინფორმირებული ნავსადგურის კაპიტნის სამსახურის მიერ. ნავსადგურში სუსტი სიძლიერის ტიაგუნის ნიშნების გამოვლენისთანავე, იქ მდგომი გემების კაპიტნებს, საერთო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ნავსადგურის კაპიტნის სამსახურის მორიგე ოფიცრმა დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია „ტიაგუნის“ ნიშნების შესახებ და მისცეს მითითება გემისა და მისი მთავარი ძრავის მუდმივ მზადყოფნაში გადაყვანის შესახებ, რაზედაც უნდა მიიღოს (ან დამატებით გამოითხოვოს) რადიო დასტური გემის კაპიტნისგან. ამ პროცედურების დაწყებისა და დამთავრებისთანავე მორიგე ოფიცერმა უნდა გააკეთეს ოფიციალური ჩანაწერი სამსახურის სავახტო ჟურნალში. იმ შემთხვევში, თუ ტიაგუნის მოქმედების სიმძლავრე გაიზრდება და შეუძლებელი ხდება გემების ნავმისადგომებთან უსაფრთხო დგომა, მაშინ გემის კაპიტანს დაუყონებლივ უნდა მიეცეს მკაცრი რეკომენდაცია, გემის ნავსადგურიდან გაყვანის შესახებ ღია ზღვაში მისი უსაფრთხო შტორმირებისათვის ამინდის მდგომარეობის გაუმჯობესებამდე და ტიაგუნის დაწყნარებამდე.

 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორიმამუკა ახალაძე