დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ნავსადგურსა და მის მიმდებარე წყლებში თევზჭერის აკრძალვის წესი“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანპორტის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 21 მაისის N05 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 06 |
| დოკუმენტის მიმღები | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 11/07/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/07/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 410040000.55.067.016082 |
|
„ნავსადგურსა და მის მიმდებარე წყლებში თევზჭერის აკრძალვის წესის“ დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ –
საზღვაო ტრანპორტის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 21 მაისის №05 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ –
საზღვაო ტრანპორტის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 21 მაისის №05 ბრძანებით დამტკიცებულ „ნავსადგურსა და მის მიმდებარე წყლებში თევზჭერის აკრძალვის წესში“ და წესის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. ფოთის ნავსადგური 1. ნავსადგურის შიდა აკვატორიაში, ნავსადგურის შესასვლელ არხში, ფარვატერზე, გემების ღუზაზე დგომისა და ინტენსიური მოძრაობის ადგილებში ცოცხალი რესურსების რეწვის, სათხევლის და სხვა სახის ბადის გამართვის, აგრეთვე ნავმისადგომებიდან ანკესით ან სხვა საშუალებებით თევზჭერა იკრძალება: ა) ნავსადგურის დაცული (სარეჟიმო) ნაწილის შიგნით არსებული ზღვის აკვატორიაში შემავალი ნავმისადგომებიდან, მცურავი საშუალებებიდან და მოლიდან; ბ) რუკაზე დატანილი გემების ინტენსიური მოძრაობის ადგილებში (მოძრაობის გამყოფ ზონაში), ნავსადგურში შესასვლელ არხში და ფარვატერზე; გ) გემების ღუზაზე დგომის (№200 და №300) რაიონებში ღუზაზე მდგომი გემიდან 3 (სამი) კბტ რადიუსში, ხოლო 3 (სამი) კბტ რადიუსის გარეთ დასაშვებია მხოლოდ პელაგიური ტრალით აღჭურვილი გემებისთვის; დ) რეიდზე (ღუზაზე მდგომი, სპეციალურად გამოყოფილი №1 და №2 საღუზე წერტილებში) სატვირთო ოპერაციებით დაკავებული გემებიდან ერთი საზღვაო მილის რადიუსში; ე) ზღვაოსნობის სახელმძღვანელოებსა და მეზღვაურთა უწყებებში განცხადებულ რაიონებში, რომელიც აღნიშნულია შესწორებულ სანავიგაციო რუკებზე ან შეტყობინებით გამოცხადებულ კოორდინატებში; ვ) აკრძალულ უბანზე. 2. ნავსადგურის გახსნილ (ღია) ნაწილში შემავალი ნავმისადგომებიდან, მცურავი საშუალებებიდან და მოლიდან დასაშვებია სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა მხოლოდ სამანიპულაციო ჯოხით აღჭურვილი ხელის ანკესით.“ |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები