დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მსჯავრდებულთა კვებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 26 დეკემბრის №365/№01-49/ნ ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 84 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/06/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/06/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/05/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100060000.22.038.016678 |
|
„თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მსჯავრდებულთა კვებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 26 დეკემბრის №365/№01-49/ნ ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მსჯავრდებულთა კვებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 26 დეკემბრის №365/№01-49/ნ ერთობლივ ბრძანებაში (სსმ, 100060000.22.038.016249, 01/01/2014) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული №1 დანართის: ა) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. ექიმი ვალდებულია, თვეში არანაკლებ ერთხელ, შეამოწმოს განსაკუთრებული (დიეტური) კვების რეჟიმის საჭიროება და მიიღოს გადაწყვეტილება განსაკუთრებული (დიეტური) კვების რეჟიმის შეწყვეტის ან ძალაში დატოვების შესახებ.“. ბ) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ენერგიაზე ორგანიზმის მოთხოვნილების განსაზღვრისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოხმარებული ენერგიის რეკომენდებული დონის სიზუსტეს. ამ შემთხვევაში გამორიცხული უნდა იქნეს დისპროპორცია საკვებით მიღებულ ენერგიასა და მის ხარჯვას შორის. დასაშვებია დღიურ რაციონში ენერგეტიკული მაჩვენებელი, ამ ბრძანებით დამტკიცებული ულუფის სასურსათო ნორმების მიხედვით, მერყეობდეს 2800 კკალ-დან 3200 კკალ-მდე.“. გ) მე-14 მუხლის პირველი - მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. თავისუფლებაშეზღუდულთა დღიურ რაციონში შემავალი პროდუქტების ჩამონათვალი და ენერგეტიკული ღირებულება
შენიშვნა: თავისუფლებაშეზღუდულებს, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ დიეტას ექიმის დანიშნულების შესაბამისად, შეიძლება შეეცვალოს ერთი სახის პროდუქტი მეორეთი ისე, რომ შენარჩუნებულ იქნეს საკვების ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული კვებითი ღირებულება. 2. დაწესებულებაში ტუბერკულოზით დაავადებულ თავისუფლებაშეზღუდულთა დღიურ რაციონში შემავალი პროდუქტების ჩამონათვალი და ენერგეტიკული ღირებულება
3. დაწესებულებაში შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ თავისუფლებაშეზღუდულთა დღიურ რაციონში შემავალი პროდუქტების ჩამონათვალი და ენერგეტიკული ღირებულება
4. დაწესებულებებში კუჭ-ნაწლავის დაავადების მქონე თავისუფლებაშეზღუდულთა დღიურ რაციონში შემავალი პროდუქტების ჩამონათვალი და ენერგეტიკული ღირებულება
5. დაწესებულებებში ღვიძლის დაავადების მქონე თავისუფლებაშეზღუდულთა დღიურ რაციონში შემავალი პროდუქტების ჩამონათვალი და ენერგეტიკული ღირებულება
2. ბრძანების მე-2 მუხლით დამტკიცებული №2 დანართის: ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 - 24 პუნქტები: „21. თავისუფლებაშეზღუდულთათვის გადასაცემი საკვები პროდუქტების ხარისხის შემოწმების მიზნით, კვების ბლოკის შესაბამისი თანამშრომელი ვალდებულია აიღოს სინჯი თავისუფლებაშეზღუდულთათვის გადასაცემი მიმდინარე დღის საკვებიდან. სინჯს ამოწმებს და ხელმოწერით ადასტურებს ექიმი/ექთანი. აღნიშნული სინჯი შენახულ უნდა იქნეს აღებიდან 48 საათის განმავლობაში. 22. საკვების მომზადების პროცესში უშუალოდ ჩართული პირი ვალდებულია, მინიმუმ ექვს თვეში ერთხელ, დაწესებულების ექიმს წარუდგინოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შევსებული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. აღნიშნულ პირს, უშუალოდ საკვების მომზადების პროცესში, უნდა ეცვას შესაფერისი, სუფთა და საჭიროების შემთხვევაში, დამცავი ტანსაცმელი (ხელთათმანები, თავსაბურავი, ფეხსაცმელი), თუ საკვების მომზადების პროცესში უშუალოდ ჩართული პირი ინფიცირებულია ისეთი დაავადებით, რომლის გავრცელება შესაძლებელია სურსათის/საკვების მეშვეობით (მაგალითად, აქვს ინფიცირებული ჭრილობა, კანის ინფექცია, წყლული და სხვ.) ან არსებობს საკვების პირდაპირი ან არაპირდაპირი დაბინძურების შესაძლებლობა, ეს პირი ჩამოშორდება საკვების მომზადების პროცესს. 23. საკვების მომზადების პროცესში, ასევე საკვები პროდუქტების შენახვისა და დამუშავების, თავისუფლებაშეზღუდულისთვის საკვების გადაცემის ადგილას თამბაქოს მოწევა დაუშვებელია. 24. დაუშვებელია დაწესებულებაში ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად უვარგისად მიჩნეული პროდუქტისა და საკვებად ვარგისი პროდუქტების ერთად მოთავსება.“. ბ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) ოთახების ყოველდღიური დასუფთავების, ავეჯისა და ფანჯრების ყოველკვირეული წმენდის, ოთახებისა და კვების ბლოკების პერიოდული სავალდებულო სადენზიფექციო, სადეზინსექციო და სადერატიზაციო სამუშაოების ორგანიზებას;“. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები