დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1123 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/06/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/06/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021579 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №112 3
2016 წლის 13 ივნისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ინოვაციური საქმიანობის ხელშემწყობი ინფრასტრუქტურის (სამეცნიერო/ტექნოლოგიური პარკები, სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიები, ინოვაციების ლაბორატორიები, ინოვაციების ცენტრები და სხვა) სტიმულირებისა და პოპულარიზაციისათვის, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ (შემდგომში − სააგენტო) საზოგადოების ინფორმირების მიზნით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან (ბრენდინგი-პროგრამის ლოგო, სლოგანი, ბრენდის პლატფორმა, კომუნიკაციის სტრატეგია - სოციალურ მედიაში, რეგიონულ მედიაში, ცნობადობის ასამაღლებელი მარკეტინგული მასალების დამზადება, სარეკლამო-საინფორმაციო და მარკეტინგული მასალების დამზადება, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და სხვა სარეკლამო საშუალებებში, მათ შორის, ტელევიზიებში, რადიოში, გარე რეკლამის საშუალებებში, ბანერებზე, ბილბორდებზე, ინტერნეტში, საერთაშორისო და ადგილობრივ ბეჭდვით მედიაში სარეკლამო-საინფორმაციო მასალების განთავსება, სხვადასხვა სახის პროდუქციის ბეჭდვა, პრეზენტაციებისა და ღონისძიებების ორგანიზება) დაკავშირებული საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სააგენტოსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებ(ებ)ის მიმართ არ გავრცელდეს ზემოაღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-11 და მე-12 მუხლებით დადგენილი მოთხოვნები.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები