ა(ა)იპ - ერთად რეალური ცვლილებებისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
ა(ა)იპ - ერთად რეალური ცვლილებებისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1121
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/06/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021577
  • Word
1121
13/06/2016
ვებგვერდი, 22/06/2016
000000000.00.003.021577
ა(ა)იპ - ერთად რეალური ცვლილებებისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1121

2016 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

ა(ა)იპ – ერთად რეალური ცვლილებებისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, ა(ა)იპ – ერთად რეალური ცვლილებებისათვის (ს/კ: №401981931) უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 (ოცი) წლის ვადით, სარგებლობაში გადასცეს ქ. ბორჯომში, დავით აღმაშენებლის ქ. №31-ში, პირველ სართულზე მდებარე 567.09 კვ.მ ფართი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №64.23.02.605.01.528).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის პირობებად განისაზღვროს პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით:

ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების ბაზაზე, ერთდროულად, არანაკლებ 40 (ორმოცი) ადამიანის მომსახურებაზე გათვლილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვ(ებ)ის ადრეული განვითარებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის დღის ცენტრის შექმნა და ფუნქციონირების დაწყება შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 თვის ვადაში;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების მიზნით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 თვის ვადაში, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების სარეკონსტრუქციო ან/და სარემონტო სამუშაოების განხორციელებისათვის, აგრეთვე ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვ(ებ)ის ადრეული განვითარებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის დღის ცენტრის აღჭურვისა და პერსონალის გადამზადებისათვის არანაკლებ 70 000 (სამოცდაათი ათასი) აშშ დოლარის დახარჯვა.

3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაზე მონიტორინგი განახორციელოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ.

4. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელონ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრი                                               გიორგი კვირიკაშვილი