ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალის ჩამოწერის თაობაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალის ჩამოწერის თაობაზე თანხმობის გაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1112
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/06/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021568
1112
13/06/2016
ვებგვერდი, 22/06/2016
000000000.00.003.021568
ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალის ჩამოწერის თაობაზე თანხმობის გაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის 

განკარგულება №1112

2016 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

 ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალის ჩამოწერის თაობაზე თანხმობის გაცემის შესახებ

1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა შპს „ენერგოტრანსს“, 2015 წელს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიწოდებული ელექტროენერგიის გადაცემის მომსახურების ჯამური ღირებულების – 4,852,369.03 (ოთხი მილიონ რვაას ორმოცდათორმეტი ათას სამას სამოცდაცხრა ლარი და სამი თეთრი) ლარის ოდენობის ვალის, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალის ჩამოწერის თაობაზე.

2. შპს „ენერგოტრანსმა“ უზრუნველყოს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უიმედო ვალის ჩამოწერა და შესაბამის ფინანსურ (გადასახადის გადამხდელის საბუღალტრო ანგარიშებში) ანგარიშებში ასახვა.

3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად,  შპს „ენერგოტრანსი“ უფლებამოსილია, უიმედო ვალად აღიარებული დავალიანება - 4,852,369.03 (ოთხი მილიონ რვაას ორმოცდათორმეტი ათას სამას სამოცდაცხრა ლარი და სამი თეთრი) ლარის ოდენობით (წარმოშობილი 2015 წელს) გამოქვითოს 2016 წლის ერთობლივი შემოსავლიდან, თუ შესაბამისი შემოსავლები წინა საანგარიშო პერიოდებში შეტანილია ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ ერთობლივ შემოსავალში.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გათვალისწინებულ იქნეს, ამ განკარგულების საფუძველზე, შპს „ენერგოტრანსის“ მიერ განხორციელებული სათანადო ქმედებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე 2015 წელს განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილ უიმედო ვალის ჩამოწერასთან დაკავშირებით.

 

პრემიერ-მინისტრი                                                             გიორგი კვირიკაშვილი