დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობას, შპს „ჰიდრო დეველოპმენტ კომპანის“, შპს „მაგანაჰიდროსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის დასადები შეთანხმების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1108 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/06/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/06/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021564 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1108
2016 წლის 13 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობას, შპს „ჰიდრო დეველოპმენტ კომპანის“, შპს „მაგანაჰიდროსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის დასადები შეთანხმების თაობაზე
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობას, შპს „ჰიდრო დეველოპმენტ კომპანის“, შპს „მაგანაჰიდროსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის დასადები შეთანხმების პროექტი, საქართველოს მთავრობას, შპს „ჰიდრო დეველოპმენტ კომპანისა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2016 წლის 11 თებერვალს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. შპს „მაგანაჰიდროს“ მიერ, ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული შეთანხმების შესაბამისად, წინასამშენებლო საბანკო გარანტიის წარდგენის შემთხვევაში, შპს „ჰიდრო დეველოპმენტ კომპანის“ დაუბრუნდეს მის მიერ, ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ წარდგენილი წინასამშენებლო გარანტია (203,000.00 აშშ დოლარის ოდენობით).
3. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ შეთანხმებას, საქართველოს მთავრობის სახელით, ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.
4. ამ განკარგულების მე-2 პუნქტში მითითებული წინასამშენებლო საბანკო გარანტიის დაბრუნების თაობაზე გარანტიის გამცემ ბანკში წარსადგენ შესაბამის წერილზე, საქართველოს მთავრობის სახელით, ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძეს.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები