საქართველოს მთავრობას, შპს „დეკასა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 9 მარტს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის შესახებ

  • Word
საქართველოს მთავრობას, შპს „დეკასა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 9 მარტს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1107
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/06/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021563
  • Word
1107
13/06/2016
ვებგვერდი, 22/06/2016
000000000.00.003.021563
საქართველოს მთავრობას, შპს „დეკასა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 9 მარტს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1107

2016 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობას, შპს „დეკასა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 9 მარტს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის შესახებ

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობას, შპს „დეკასა“ და       სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის დასადები შეთანხმება, ამავე მხარეებს შორის 2015 წლის 9 მარტს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის შეწყვეტის თაობაზე.

2. შპს „დეკას“ დაუბრუნდეს, ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ წარდგენილი წინასამშენებლო საბანკო გარანტია - 6,500.00 (ექვსი ათას ხუთასი) აშშ დოლარის ოდენობით.

3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტში მითითებული წინასამშენებლო საბანკო გარანტიის დაბრუნების თაობაზე გარანტიის გამცემ ბანკში წარსადგენ შესაბამის წერილზე, საქართველოს მთავრობის სახელით,  ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძეს.

4. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, შეთანხმებას, საქართველოს მთავრობის სახელით, ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.

 

პრემიერ-მინისტრი                                   გიორგი კვირიკაშვილი