სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1067
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/06/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021556
  • Word
1067
09/06/2016
ვებგვერდი, 22/06/2016
000000000.00.003.021556
სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1067

2016 წლის 9 ივნისი

ქ. თბილისი

სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფუძნების, სამეთვალყურეო საბჭოს განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ოქტომბრის №558 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს:

ა) შავი ზღვის სანაპიროს დაბინძურების საწინააღმდეგოდ გასატარებელი ღონისძიებების ფარგლებში, შავი ზღვის შენაკად მდინარე ნატანებში არსებული ატივტივებული მყარი ნარჩენების დამჭერი მოწყობილობის შესყიდვა;

ბ) ამ განკარგულების „ ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება „ საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული „ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტები“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 25 03 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან;

გ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი