სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „ხარებასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „ხარებასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1066
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/06/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021555
  • Word
1066
09/06/2016
ვებგვერდი, 22/06/2016
000000000.00.003.021555
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „ხარებასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №106 6

2016 წლის 9 ივნისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „ხარებასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-10 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალ სოფელში მდებარე ამ განკარგულების 1 დანართში მითითებული უძრავი ნივთები, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 940 100 (ცხრაას ორმოცი ათას ასი) ლარის გადახდის სანაცვლოდ, საკუთრებაში გადაეცეს შპს „ხარებას“ (ს/კ: 405132725).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ნივთების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

 ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში;

 ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 3 (სამი) წლის ვადაში, პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით:

 ბ.ა) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული 45.01.24.047, 45.01.24.048 და 45.01.24.049 (მიწის (უძრავი ქონების)) საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საერთო ფართობის არანაკლებ 25%-ზე მრავალწლიანი ნარგავების გაშენება და ამავე მიზნით, აგროტექნიკის შეძენა;

 ბ.ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ უძრავ ნივთებზე ან/და მათ ნაწილზე ინფრასტრუქტურის (რაც უნდა მოიცავდეს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს) საირიგაციო სისტემას, შიდა გზებსა და დამცავი მესრით უზრუნველყოფას) მოწყობა;
 გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიზნით, პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით, არანაკლებ 2000000 (ორი მილიონი) ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება;

 დ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ 45.01.24.047, 45.01.24.048 და 45.01.24.049 (მიწის (უძრავი ქონების)) საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთებზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) წლის განმავლობაში:

 დ.ა) ყოველი წლის დეკემბრის თვეში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის ინფორმაციის წარდგენა, ამ განკარგულების 2 დანართის შესაბამისად;

 დ.ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვის ვადაში და ყოველი მე-5 (მეხუთე) წლის ბოლოს, ნიადაგის ნაყოფიერებისა და ხარისხის შენარჩუნება-გაუმჯობესების გამოკვლევის მიზნით, ნიადაგის ანალიზის დამადასტურებელი დოკუმენტის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის წარდგენა.

 3. შპს „ხარება“ ვალდებულია, ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად (მათ შორის, ამ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად), შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარადგინოს ამავე განკარგულების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციის თანხის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.

 4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი