დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ქარაფისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1063 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/06/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/06/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021552 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1063
2016 წლის 9 ივნისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ქარაფისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქობულეთში, სოფელ ციხისძირში მდებარე 981.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1 - საერთო ფართით - 1206.8 კვ.მ (I სართული 218.7 კვ.მ, II სართული 248.7 კვ.მ, III სართული 243 კვ.მ, IV სართული 254.2 კვ.მ, V სართული 242.2 კვ.მ) (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №20.46.01.640), პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 90 000 (ოთხმოცდაათი ათასი) აშშ დოლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „ქარაფს“ (ს/კ: №446951148).
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს ერთი თვის ვადაში;
ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადაში, პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით :
ბ.ა) ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ უძრავ ქონებაზე არანაკლებ 23 (ოცდასამი) ნომრის მქონე სასტუმროს შექმნა (მათ შორის, მშენებლობა/რეკონსტრუქცია/რემონტი), კანონით დადგენილი წესით ექსპლუატაციაში მიღება, აღჭურვა და ფუნქციონირების დაწყება;
ბ.ბ) ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასტუმროს ტერიტორიის კეთილმოწყობა, რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს) საპრივატიზებო ქონების შემოღობვას, გამწვანებას და გარე განათებას;
ბ.გ) ამ პუნქტის „ბ.ა-ბ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების მიზნით, არანაკლებ 200 000 (ორასი ათასი) აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება.
3. შპს „ქარაფი“ ვალდებულია, ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე, წარადგინოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას აღემატება არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები