დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „ჯინო ველნეს გრუპისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 10 მარტის №429 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1059 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/06/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/06/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021548 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1059
2016 წლის 9 ივნისი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „ჯინო ველნეს გრუპისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 10 მარტის №429 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „ჯინო ველნეს გრუპისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 10 მარტის №429 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების პერიოდში, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ ქონებაზე, პირადად ან/და მესამე პირების მეშვეობით, არანაკლებ 1 (ერთი) წლის ვადით, არანაკლებ 40 (ორმოცი) ადამიანის დასაქმება, ხოლო ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, პირადად ან/და მესამე პირების მეშვეობით, არანაკლებ 20 (ოცი) ადამიანთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმება.“.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები