დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის 2014 წლის 3 სექტემბერს გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1052 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/06/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/06/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021541 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1052
2016 წლის 9 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის 2014 წლის 3 სექტემბერს გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
1. ნება დაერთოს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, მსოფლიო ბანკის (THE WORLD BANK) მიერ, ასევე საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულებით შეთანხმებული „ახალციხე-ბათუმის“ 220 კვ ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის განსახლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად, განახორციელოს სარეაბილიტაციო და სხვა ხარჯების კომპენსაცია სათანადო სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, მოსახლეობის ფაქტობრივ მფლობელობაში/სარგებლობაში არსებულ დაურეგისტრირებელ, აგრეთვე სახელმწიფოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის (ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის) სახელზე რეგისტრირებულ იმ მიწის ნაკვეთებზე, რომელთაც, სათანადო სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, ფლობს ან/და რომლითაც, სათანადო სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, სარგებლობს მოსახლეობა.
2. ეთხოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული სათანადო სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, მოსახლეობის ფაქტობრივ მფლობელობაში/სარგებლობაში არსებული მიწის ფართობების სარეაბილიტაციო და სხვა ხარჯების კომპენსაციის გაცემის მიზნით, უზრუნველყოს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ სათანადო გადამოწმებული მონაცემების (მფლობელი/მოსარგებლე პირ(ებ)ის საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და სათანადო სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, მათ მფლობელობაში/სარგებლობაში მყოფი მიწის ფართობის შესახებ ინფორმაციის) მიწოდება.
3. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო, საკომპენსაციო და სხვა თანხები გასცეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისგან ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების მიღების შემდეგ და ამ მონაცემებზე დაყრდნობით.
4. დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს:
ა) უზრუნველყოს, „ახალციხე-ბათუმის“ 220 კვ ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, ანძების განთავსების დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთების (ე.წ. პოლიგონი) სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრაცია;
ბ) მიიღოს სათანადო ზომები, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების სს „საპარტნიორო ფონდის“ კაპიტალში შეტანის უზრუნველსაყოფად, შემდგომში სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ ამავე ქონების სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კაპიტალში შეტანის მიზნით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები