დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „ქობულეთი მ“-ისათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1047 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/06/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/06/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021536 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1047
2016 წლის 9 ივნისი
ქ. თბილისი
შპს „ქობულეთი მ“-ისათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ტყის კოდექსის 52-ე მუხლისა და „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული ტყითსარგებლობის წესის 271 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის/მოპოვების და აღნიშნული საქმიანობის უზრუნველსაყოფად საჭირო დამხმარე გზის მოწყობის მიზნით, სსიპ − აჭარის სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის ფონდში, ქობულეთის სატყეოს კვარტალ №11-ში მდებარე 89 099 კვ.მ მიწის ფართობით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადა (ხე-მცენარეების ჭრის უფლებით) შპს „ქობულეთი მ“-ს (ს/კ: 446956474) განესაზღვროს 3 (სამი) წლით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები