საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1045
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/06/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021534
  • Word
1045
09/06/2016
ვებგვერდი, 27/06/2016
000000000.00.003.021534
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1045

2016 წლის 9 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით,  განახორციელოს ქიმიის 48-ე საერთაშორისო ოლიმპიადასთან დაკავშირებული ღონისძიების ორგანიზებისათვის აუცილებელი საქონლისა და მომსახურების (კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები, საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა, პირადი ჰიგიენის საშუალებები, სხვადასხვა კომერციული მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები, ფარმაცევტული პროდუქტები) შესყიდვა.

პრემიერ-მინისტრი                   გიორგი კვირიკაშვილი