დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქ.თბილისში, ვაკის რაიონში, რამაზ ჩხიკვაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის მეხანძრე-მაშველი ზურაბ მუზაშვილის სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 171 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 10/06/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/06/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.101.016185 |
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №171
2016 წლის 10 ივნისი
ქ.თბილისი
ქ.თბილისში, ვაკის რაიონში, რამაზ ჩხიკვაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის მეხანძრე-მაშველის ზურაბ მუზაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
1. საქართველოს ორგანული კანონის - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის , „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
ა) ვაკის რაიონში, რამაზ ჩხიკვაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს მეხანძრე-მაშველის ზურაბ მუზაშვილის სახელი, თანდართული რუკის თანახმად;
ბ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ო თხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6).
საკრებულოს თავმჯდომარე გ . ალიბეგაშვილი

უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები