ქ.თბილისში, სამგორის რაიონში, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩასთან მდებარე ორი უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების ზურაბ დობორჯგინიძის და ალექსანდრე ზაალიშვილის სახელის მინიჭების შესახებ

  • Word
ქ.თბილისში, სამგორის რაიონში, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩასთან მდებარე ორი უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების ზურაბ დობორჯგინიძის და ალექსანდრე ზაალიშვილის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 166
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 10/06/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/06/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016180
  • Word
166
10/06/2016
ვებგვერდი, 20/06/2016
000000000.00.101.016180
ქ.თბილისში, სამგორის რაიონში, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩასთან მდებარე ორი უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების ზურაბ დობორჯგინიძის და ალექსანდრე ზაალიშვილის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №166

2016 წლის 10 ივნისი

ქ. თბილისი

ქ.თბილისში, სამგორის  რაიონში,  ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩასთან მდებარე ორი უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების ზურაბ დობორჯგინიძის და ალექსანდრე ზაალიშვილის სახელის მინიჭების შესახებ

1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა) სამგორის რაიონში, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ზურაბ დობორჯგინიძის სახელი, თანდართული რუკის თანახმად;

ბ)სამგორის რაიონში, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ალექსანდრე  ზაალიშვილის სახელი, თანდართული რუკის თანახმად;

გ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6).

საკრებულოს თავმჯდომარე                                                             გ. ალიბეგაშვილი