დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის №102 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 268 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/06/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/06/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/11/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.10.003.019333 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის №102 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/03/2016, 280120000.10.003.019166) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის №1.6.4 დანართის (კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტი):
1. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. კომპონენტით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების მიმწოდებელი 1. ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების მიმწოდებელია პირი, რომელთანაც სააგენტოს დადებული აქვს ხელშეკრულება, კომპონენტით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ. 2. ამ დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია ა(ა)იპ – სმენადაქვეითებულ ბავშვთა აბილიტაციის/რეაბილიტაციის და განვითარების საქველმოქმედო ფონდი „აი ია“ (ყოფილი ა(ა)იპ – საქველმოქმედო ფონდი „პირველი თაობა“) (ს/კ: 404494935), სამინისტროსთან დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.“.
|
| მუხლი 2 |
დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს, ამ დადგენილების ამოქმედებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, გაატაროს დადგენილების ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები